ბურჯანაძე: საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების გასარკვევად დიდი დრო დაკარგა

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფლიქტისა და უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრაა აუცილებელი, მიიჩნევს ბურჯანაძე.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების ანტირუსულმა გამონათქვამებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედა და ქართულმა მხარემ ამ ურთიერთობების მოსაგვარებლად დიდი დრო და შესაძლებლობები დაკარგა.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი საქართველოსთვის ვიზებს ვერ გააუქმებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მარტის შუა რიცხვებში პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მორიგი შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან ანტირუსული რიტორიკა გაიზარდა.

მან, კერძოდ, გაიხსენა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ერთ-ერთი განცხადება, რომ ცივილიზებული სამყარო „რუსული აგრესიის“ წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს. მაშინ კარასინმა აღნიშნა, რომ „ღირსეულ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არ პატიობენ“, მოსკოვი ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა მოთმინებაც უსაზღვრო არ არის.

„როდესაც ქვეყანა აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების სურვილი აქვს და ამავე დროს თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დღეს მსოფლიოს მთავარი გამოწვევები „ისლამური სახელმწიფო“ და რუსეთია, რას ელოდებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან?! მიმაჩნია, რომ კარასინმა ნამდვილად თავშეკავებული განცხადებები გააკეთა, სხვა მის ადგილზე ბევრად უფრო მწვავედ უპასუხებდა… ვიცი ერთი, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადასაწყვეტად ბევრი დრო და შესაძლებლობა დავკარგეთ… რუსეთს რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ არ ადარებდნენ და მასთან ერთად ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებდნენ, შესაძლოა, მსოფლიოში ამდენი უბედურება თავიდან აგვერიდებინა“, — განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი საქართველოს ევროინტეგრაციაში დაეხმარა

მისი თქმით, ურთიერთობათა რეგრესი აღინიშნება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესში. მართალია, „რუსეთის პრეზიდენტი თავის დროზე ასეთი განზრახვის თაობაზე აცხადებდა, თუმცა შემდეგ წამოვიდა თავდაცვის მინისტრის ის განცხადებები, რის შემდეგაც კარასინმა აღნიშნა, რომ ამჟამად ვიზები არ გაუქმდება. ასევე ითქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს პირველ პირთან შესახვედრად მზადაა და ახლა კარასინმა ასევე განაცხადა, რომ ისინი ასეთი შეხვედრის ჩატარების აზრს ვერ ხედავენ“.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატზე კომენტარისას ბურჯანაძემ დადებითი ფაქტორი გამოყო, რომ ამ შეხვედრებზე ტექნიკური საკითხები წყდება, თუმცა ის უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტას, რისთვისაც ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრის ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს.

„მნიშვნელოვანი იქნებოდა, საქართველოს პირველი პირი რომ რუსეთის პრეზიდენტს შეხვედროდა და მხარეებს თუნდაც თავიანთი ქვეყნების ხედვები გაერკვიათ და მინიმალური ნდობა ჩამოეყალიბებინათ, რათა საუბრის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო. მაგრამ როცა ერთი ადამიანი ამბობს, რომ სურს ურთიერთობები, ხოლო მეორე ამბობს, რომ რუსეთი — ეს „ისლამური სახელმწიფოა“, რა ნდობაზეა საუბარი, ან რატომ ელოდება ვინმე, რომ მოსკოვს ასეთ ვითარებაში დადებითი რეაგირება ექნება?“ – დასძინა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

ყველა ახალი ამბავი
0