აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი საქართველოს ევროინტეგრაციაში დაეხმარა

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დასავლელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან დიალოგის მოგვარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მიღწევაა, განაცხადა აბაშიძემ.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. რუსეთთან დიალოგის მოგვარებამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებული წინსვლის საშუალება მისცა, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ბრიფინგზე.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი აბაშიძე-კარასინის ფორმატის დაზუსტების წინადადებით გამოდის

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრების ფორმატის დაზუსტების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არაფორმალური დიალოგი უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს.

„რუსეთთან დიალოგმა შესაძლებლობა მოგვცა, წარმატებით წავსულიყავით წინ ევროინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირთან გაგვეფორმებინა ასოცირების შეთანხმება, ზაფხულისთვის ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი დასრულდება. ეს ისტორიული მიღწევებია და რუსეთთან დიალოგი ამ მიღწევების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ასე ხედავენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები“, — განაცხადა აბაშიძემ ბრიფინგზე, რომელიც ტელეკომპანია „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში გადაიცა.

მისი თქმით, რუსეთთან ჰუმანიტარულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგის დაწყება ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იყო.

„რუსეთთან დაძაბულობის შემცირება ქვეყნის სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, — განაცხადა აბაშიძემ.

უცხოელი ინვესტორები ან ტურისტები ქვეყანაში, რომელიც რუსეთს მტრობს, არ ჩამოვლენ, ეს რეალობაა, დასძინა მან.

ამავდროულად აბაშიძემ აღნიშნა, რომ კარასინთან დიალოგის ფორმატმა ბევრი სარგებელი მოუტანა უბრალო ადამიანებს, მათ შორის გლეხებს და მათ, ვისაც რუსეთში მეგობრებთან და ნათესავებთან წასვლა სურს, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სასჯელს რუსეთის საპატიმროებში იხდიან.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე გვახსენებს, რისთვისაა საჭირო რუსეთთან არაფორმალური დიალოგი

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ  გაწყვიტა. საქართველოში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. აბაშიძე–კარასინის შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხები განიხილება.

ყველა ახალი ამბავი
0