GWP-მ გოგირდის აბანოების მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

© http://relax.geგოგირდის აბანო
გოგირდის აბანო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგირდის აბანოების მეპატრონეები იმ დავალიანებების გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც მათ ახალი ტარიფის დადგენის შემდეგ დაუგროვდათ.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. წყლის გამანაწილებელმა კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსმა” (GWP) გოგირდის აბანოების მეპატრონეების წინააღმდეგ, რომლებიც კომპანიისთვის დავალიანების გადახდის წინააღმდეგი არიან, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

გოგირდის აბანოები - Sputnik საქართველო
თბილისში ისტორიული გოგირდის აბანოები დაიკეტა

გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა ხუთშაბათს საპროტესტო აქცია გამართეს და დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. აბანოების მეპატრონეები “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან” იმ დავალიანებების ჩამოწერას ითხოვენ, რომლებიც მათ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაუგროვდათ.

„აბანოების მეპატრონეებს გადასახადის გადახდა არ უნდათ, თუმცა მათ პოზიციას საფუძველი არ გააჩნია“, — ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.

არსებულ ტარიფს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (GNERC) აწესებს და ის ცალკეული ორგანიზაციებისთვის არ შეიცვლება. მით უმეტეს, რომ გოგირდის წყალი წარმოადგენს ქიმიურად აქტიურ შენაერთს, რომელიც კომპანიის ინფრასტრუქტურას ზიანს აყენებს, აღნიშნულია დოკუმენტში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის აზრით, GWP-სა და აბანოების მეპატრონეებს, როგორც კერძო კომპანიებს შორის დავა სასამართლომ უნდა განიხილოს.

„ბუნებრივია, კანონიერ ქვეყანაში კერძო კომპანიებს შორის გადაუჭრელ თემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გამოიტანოს. თუმცა ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ბუნებრივია, ვეცდებით შუამავლის როლი შევასრულოთ, რათა კერძო ბიზნესის განვითარებას წინააღმდეგობა არ შეექმნას“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

გოგირდის აბანო - Sputnik საქართველო
GWP გოგირდის აბანოების მფლობელებთან გადახდის გრაფიკის შესათანხმებლად მზადაა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ გააანალიზეს გოგირდის აბანოების მომსახურების ტარიფი და სავარაუდო შემოსავლები. ანალიზის საფუძველზე მიღებული შედეგით, გოგირდის აბანოებისთვის დაკისრებული ჩამდინარე წყლის გადასახადი ადეკვატურია მათ შემოსავლებთან მიმართებაში და ბრუნვის 5 პროცენტს არ აღემატება.

აბანოების მფლობელები აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ისინი წყლის გამანაწილებელ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” (GWP) წყლის მოხმარებისთვის ფიქსირებულ შეღავათიან ტარიფს უხდიდნენ, მაგრამ მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ კომპანიამ ახალი ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით, გადასახადი თანხა ძველ ტარიფთან შედარებით 15-ჯერ მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0