თბილისში ისტორიული გოგირდის აბანოები დაიკეტა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliგოგირდის აბანოები
გოგირდის აბანოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგირდის აბანოების მფლობელები ვალის მთლიანად ჩამოწერას მოითხოვენ, რომელიც წყალზე ახალი ტარიფის დაწესების შემდეგ დაგროვდა.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ისტორიული გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს და დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი მოვლენის ადგილიდან.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
მერია შესაძლოა გოგირდის აბანოების საკითხის გადაწყვეტაში ჩაერთოს

აბანოების მფლობელები აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ისინი წყლის გამანაწილებელ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” (GWP) წყლის მოხმარებისთვის ფიქსირებულ შეღავათიან ტარიფს უხდიდნენ, მაგრამ მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ კომპანიამ ახალი ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით, გადასახადი თანხა ძველ ტარიფთან შედარებით 15-ჯერ მეტია.

„ჩვენ კომპანია Georgian Water and Power-თან დიალოგისთვის მზად ვართ, თუმცა მათ მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ იმისთვის უნდათ, რომ ვალის რესტრუქტურიზება მოახდინონ, ჩვენ კი ვალის გაუქმებას მოვითხოვთ. მარტო ჩემს აბანოს უკვე დაახლოებით 100 ათასი ლარი ვალი დაუგროვდა“, — განაცხადა შპს „ნარიყალას“ დირექტორმა ნოდარ ტოტოღაშვილმა.

მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში აბანოების მიერ დაგროვილი ვალი დაახლოებით 300-350 ათას ლარს შეადგენს. საუბარია საკანალიზაციო მომსახურების გადახდაზე.

„უკანონობა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, სრულებით დაუშვებელია. გოგირდის აბანოების დაკეტვა დიდ კატასტროფას გამოიწვევს. გარდა ამისა, ჩვენ უკან ჩვენი ოჯახები, ბავშვები დგანან, რომლებსაც ვინახავთ და ვაჭმევთ“, — განაცხადა №5 აბანოს ადმინისტრატორმა მაია რუდენკომ.

© Levan Avlabreliგოგირდის აბანოებმა დროებით მუშაობა შეწყვიტა
გოგირდის აბანოებმა დროებით მუშაობა შეწყვიტა - Sputnik საქართველო
გოგირდის აბანოებმა დროებით მუშაობა შეწყვიტა

თბილისის აბანოებში 150-მდე ადამიანია დასაქმებული, აღნიშნა მან.

აქციის მონაწილეთა მიერ გზის გადაკეტვის შემდეგ ამჟამად მოძრაობა აღდგენილია, თუმცა გოგირდის აბანოები არ მუშაობს.

გოგირდის აბანოები თბილისის უძველეს უბანში — აბანოთუბანში მდებარეობს. თითოეული აბანოს აშენების თარიღი სხვადასხვაა და დაახლოებით XVII–XIX საუკუნეებით თარიღდება.

თბილისის გოგირდის აბანოები პოპულარულია არა მხოლოდ ტურისტებს შორის, ადგილობრივი მოსახლეობა ძველებურად სიამოვნებით სარგებლობს მათი მომსახურებით, რადგან გოგირდის წყალი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0