ექსპერტი: დრომ აიძულა ქართველი ქალები უფრო აქტიური გამხდარიყვნენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგოგონები საპროტესტო აქციაში
გოგონები საპროტესტო აქციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გენდერული თანასწორობის საკითხებში, საქართველოში ყველაზე პრობლემურ სფეროდ რჩება პოლიტიკა, რადგან მამაკაცები იცავენ ამ სფეროს და ცდილობენ ქალები იქ არ შეუშვან - გაეროს წარმომადგენელი.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ბოლო 25 წლის მანძილზე,  საქართველომ შეძლო იმ სტერეოტიპისაგან განთავისუფლება, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია და ეს მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, თქვა გაეროს გენდერული განვითარების  პროექტის მენეჯერმა ქეთევან მახარაშვილმა. 

თბილისში  2014-2016 წლებში გენდერული თანასწორობის საკითხებში ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში შეაჯამეს. 

„მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ქვეყანაში ფაქტიურად მოკვდა სტერეოტიპი: ქალი მე ვიცი კუხნაში. ცხოვრებამ აიძულა ოჯახის ყველა წევრი სამსახურში გასულიყო. ეხლა არ არის ისეთი ფუფუნება, რომ ოჯახში მხოლოდ მამაკაცი მუშაობდეს. ქალის როლი საქართველოში თავად დრომ გააძლიერა“, — უთხრა მახარაშვილმა Sputnik-ს. 

ქალი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გაერომ გენდერული პოლიტიკის სფეროში საქართველოს წარმატებები შეაფასა

მისი თქმით, ქალის როლი უკვე აღიარებულია არასამთავრობო სექტორში, საზოგადოებრივ მოღვაწეობასა და სოციალურ სფეროებში. კერძო კომპანიებში სულ უფრო ხშირად გვხვდებიან დირექტორი ქალები. ყველაზე რთული პოლიტიკის სფერო რჩება. 

„პოლიტიკა ერთადერთი სფეროა, რომელსაც ძალიან იცავენ მამაკაცები, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ იქ ქალები არ შეუშვან. ეს იმითაა განპირობებული, რომ პოლიტიკა დომინანტურ სფეროდ ითვლება, ნეგატიური იმიჯი აქვს, ბინძურ საქმედ ითვლება. თუმცა ქალებს რეალურად შეუძლიათ კონბკურენციის გაწევა მამაკაცებისათვის პოლიტიკურ არენაზე“, — აღნიშნა მან. 

იმისათვის რომ ქალებმა შეძლონ მამაკაცებისათვის კონკურენციის გაწევა პოლიტიკაში, ქვეყნისს პარლამენტში სულ მცირე 30% უნდა იყოს ქალი და არა 12, აღნიშნა მახარაშვილმა. 

დედები ქალებთან ერთად - Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოში ქალ–კარიერისტს პატივს არ სცემენ

მისი თქმით, გენდერული თანასწორობა სწრაფად ვერ განვითარდება. ეს ნელი და რთული პროცესია. 2015 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, ყველა სამინისტროში ტარდებოდა და ტარდება კონკრეტული ღონისძიებები ამ მიმართულებით. 

ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია — გამოიყოს ყველა უწყებაში ადამიანი, რომელიც დაკავებული იქნება გენდერული თანასწორობის საკითხებით და ინფორმაციას მიაწვდის კოლეგებს იმაზე, როგორ უნდა გადანაწილდეს სწორად ქალისა და მამაკაცის სამუშაო ძალა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ლაგაზიძე: საქართველოში მხოლოდ ოჯახმა შეიძლება შეუშალოს ქალს ხელი, გახდეს პოლიტიკოსი
 

ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ, რომელიც ამავე დროს არის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკრებულოებში გამოყოფილი იქნებიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ამ მიმართულებაზე. ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და ითანამშრომლებენ ხელისუფლებასთან ამ მიმართულებით. 

„ამ სამწლიანი  სამოქმედო გეგმის დასრულების შემდეგ, ქვეყანას ექნება გარკვეული პოზიტივი როგორც საკანონმდებლო ცვლილებების ასევე პრაქტიკული ნაბიჯების კუთხით, თქვა კობახიძემ. 

2014 წლის იანვარში, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2014-106 წლების სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობის საკითხებში. ანგარიშში, რომელიც 22 მარტს იყო წარმოდგენილი, დეტალურად იყო ასახული ყველა ღონისძიებები და საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ამ მიმართულებით 2015 წელს განხორციელდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0