ლაგაზიძე: საქართველოში მხოლოდ ოჯახმა შეიძლება შეუშალოს ქალს ხელი, გახდეს პოლიტიკოსი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტის აზრით, ქალებს ხელოვნური კვოტირება არ სჭირდებათ, იმიტომ რომ ეს მოწყალების გაღებას ჰგავს და ძალიან შეურაცხმყოფელია.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოში ქალებს არავინ უშლის ხელს, რომ პოლიტიკის სფეროში იმუშაოს, – მიაჩნია პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს. 

საინიციატივო ჯგუფი „ქალთა მოძრაობა“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომელთა თანახმადაც პარტიებმა პროპორციული საარჩევნო სიები იმგვარად უნდა შეადგინონ, რომ ყოველი მეორე პოლიტიკოსი განსხვავებული სქესისა იყოს. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს 150 წევრიდან 38 ქალი იქნება, რაც მთლიანი შემადგენლობის 25%-ია. 

„პოლიტიკა — ეს ის პროფესიაა, რომელიც ადამიანისგან  მაღალ ჩართულობასა და დიდ დროს მოითხოვს. გამომდინარე აქედან, ძალიან ბევრი ქალი ოჯახისა და შვილების სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. სხვა ფაქტორი, რომელიც მათ პოლიტიკურ საქმიანობაში ხელს შეუშლიდა, საქართველოში არ არსებობს“, — განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ Sputnik–თან საუბარში.

პოლიტოლოგის თქმით, საქართველოში არ არსებობს არცერთი სფერო, სადაც ქალებს მუშაობა აეკრძალებოდათ. ამაში გამონაკლისს არც პოლიტიკა წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ, როგორც ლაგაზიძე ამბობს, პოლიტიკაში სქესი არ არსებობს. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველი პარლამენტში ქალებისთვის კვოტის დაწესების წინადადებით გამოდის

„ქალთა მოძრაობის“ მიერ პარლამენტისთვის შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უფრო მეტი ქალი უნდა იყოს. 

„ქალს არ სჭირდება ხელოვნური კვოტირება. ამას  მოწყალების სახე აქვს და ძალიან შეურაცხმყოფელია. ვფიქრობ, საქმე ვიღაცის წინასაარჩევნო პოპულიზმთან გვაქვს. თუ ქალებს პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვთ, მას ვერაფერი შეაჩერებს და მითუმეტეს ვერცერთი მამაკაცი ვერ შეუშლის ხელს“, — ასკვნის პოლიტოლოგი. 

საქართველოს პარლამენტში გენდერულ კვოტებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივაა დარეგისტრირებული, რომლის ავტორებიც არიან უმრავლესობის დეპუტატები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ჭკუასელი. ინიციატივის თანახმად, პროპორციულ საარჩევნო სიებში ყოველი მესამე სხვა სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს, რაც მინიმუმ 25 დეპუტატ ქალს ნიშნავს 150–დან.


ყველა ახალი ამბავი
0