თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ქართულ პოლიტიკაში მეტი ქალი უნდა იყოს, რათა მათ გადაწყვეტილებების მისაღებად მეტი ხმა ჰქონდეთ, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.
ომბუდსმენის აზრით, საქართველოში ქალებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება სურთ და ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. ამასთან ნანუაშვილი პარლამენტში ქალებისთვის კვოტების დაწესების წინადადებით გამოდის.
„ჩვენ გვჭირდება კვოტირების სისტემა (პარლამენტში), რათა დავძლიოთ არსებული უთანასწორობა და მოვხსნათ უხილავი ბარიერები. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესება, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან სწორედ ამ გზით მოხდება თანასწორუფლებიანობის იდეის განმტკიცება პრაქტიკულ ცხოვრებაში”, — აღნიშნულია განცხადებაში.