ექსპერტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მკაცრი კონტროლისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტული საფრთხის პრევენციის მიზნით საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები საქართველოში უფრო მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკმა ჩიტაძემ დღეს ბელგიაში მომხდარი ტერორისტული აქტების კომენტირებისას. 

ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების სერიის შემდეგ საქართველომ გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, საზღვრებსა და აეროპორტებში. 

„ტერორიზმის პრევენციის მიზნით საქართველომ უნდა გააძლიეროს საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით. გარდა ამისა, უნდა გამკაცრდეს კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა. 

ბელგიელი პოლიციელი ევროკომისიის შენობასთან ბრიუსელში - Sputnik საქართველო
პოლიტოლოგი: ტერორისტებს ბრიუსელში მსოფლიო მედიის ყურადღებაზე აქვთ გათვლილი

მისი თქმით, საქართველოს მხოლოდ თურქეთის ტერიტორია აშორებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, სადაც ტერორისტული აქტივობა არის მაღალი და, ბუნებრივია, გარკვეული საფრთხე საქართველოს წინაშეც არსებობს.

„ის, რომ კონკრეტული ტერორისტული დაჯგუფება აკონტროლებს მნიშვნელოვან რეგიონებს კონკრეტულ ქვეყნებში, იმის მანიშნებელია, რომ ტერორიზმმა ამ შემთხვევაში ახალი სახე შეიძინა“, — აღნიშნა ჩიტაძემ „ისლამურ სახელმწიფოზე“ საუბრისას, რომელიც სირიისა და ერაყის ტერიტორიების გარკვეულ ნაწილს აკონტროლებს.

პოლიცია ბრიუსელის მეტროში - Sputnik საქართველო
ალადაშვილი: ბრიუსელის ტერაქტი უკვე მსოფლიოს პრობლემაა

ორი აფეთქება მოხდა ბრიუსელის აეროპორტში სამშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 8:00 საათზე. კიდევ ორი აფეთქება მოხდა ბრიუსელის „ევროპულ“ კვარტალში, მეტროს სადგურებზე „მალბეკი“ და „შუმანი“. ბელგიის კრიზისების ცენტრის მონაცემებით, ბრიუსელში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტროპოლიტენი და რკინიგზის სადგურები დაკეტილია. 


ყველა ახალი ამბავი
0