პოლიტოლოგი: ტერორისტებს ბრიუსელში მსოფლიო მედიის ყურადღებაზე აქვთ გათვლილი

© AP Photo / Martin Meissnerბელგიელი პოლიციელი ევროკომისიის შენობასთან ბრიუსელში
ბელგიელი პოლიციელი ევროკომისიის შენობასთან ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის დედაქალაქზე ტერორისტული შეტევა მთელი მსოფლიოს საინფორმაციო ველში №1 ახალი ამბავი გახდა. იმაზე, თუ ვის აწყობს ტერაქტები და მის შესაძლო შედეგებზე Sputnik-ი პოლიტოლოგ როსტისლავ იშჩენკოს ესაუბრა.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. პოლიტოლოგ როსტისლავ იშჩენკოს აზრით, ბრიუსელზე შეტევა მომგებიანი შეიძლება ნებისმიერისთვის აღმოჩნდეს. და სრულებით არაა აუცილებელი, რომ ესენი ისლამისტები იყვნენ.

„ტერაქტი ასეთი რამაა: ხდება, რომ ორგანიზებას უწევს ერთი, ხოლო სარგებელს ღებულობს სრულებით სხვა, — აცხადებს იშჩენკო. — როგორც ეს, მაგალითად 2001 წლის 11 სექტემბერს იყო. შეუტია „ალ-ქაიდამ“, ხოლო საგარეო პოლიტიკური სარგებელი ამისგან უმცროსმა ბუშმა მიიღო. ამიტომ წინასწარ თქმა, ვინ შეძლებს სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენებას, ძალზე რთულია“.

პოლიცია ბრიუსელის მეტროში - Sputnik საქართველო
ალადაშვილი: ბრიუსელის ტერაქტი უკვე მსოფლიოს პრობლემაა

ექსპერტის აზრით, ბრიუსელზე შეტევა ტრადიციულ ევროპულ სოციუმში ანტიისლამური განწყობების ზრდას არ შეუწყობს ხელს.

„ეს, ბოლოს და ბოლოს, პირველი ტერაქტი არაა, — აცხადებს იშჩენკო. — პრინციპში, შეიძლება ჟურნალ „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ ტერაქტის გახსენება. იქ იყო რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე სრულებით მკაფიო დასჯა. დანიაში იყო ისტორიები კარიკატურებთან დაკავშირებით, როდესაც მთელს ისლამურ სამყაროში ევროპულ საელჩოებს უტევდნენ. მაგრამ ეს ევროპაში საქმეთა ვითარებაზე არანაირად არ ასახულა“.  

„შეიძლება, რაღაც მომენტში ბრიუსელში ადგილობრივი ისლამური თემის მიმართ სიფრთხილის ტალღა წამოვიდეს, — ვარაუდობს როსტისლავ იშჩენკო. — მაგრამ ვიცით, რომ იმავე დიდ ბრიტანეთში სრულებით ღიად მოქმედებენ მქადაგებლები, რომლებიც იბირებდნენ კიდეც ადამიანებს „ისლამურ სახელმწიფოში“, და გამოდიოდნენ კიდეც არა უბრალოდ ანტიევროპული პოზიციებით, არამედ მთელ დასავლურ ცივილიზაციასთან დაპირისპირების პოზიციით. ამას ბრიტანულ საზოგადოებრივ აზრში ზოგადი ვითარება არ შეუცვლია.

ექსპერტის აზრით, ევროპელების ტოლერანტული მსოფლმხედველობა მრავალი წლისა და ათწლეულის განმავლობაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ყალიბდება და ჯერ კიდევ პოლიტიკურ ტრენდს წარმოადგენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს

 „როგორც ცალკე ადამიანს, ისე საზოგადოებას გარკვეული ინერცია ახასიათებს. როგორც წესი, მსგავს ვითარებაზე ასე რეაგირებენ: კონკრეტულ ტერორისტებზე მრისხანება ჩვენს მეზობელ მუსლიმებზე არ უნდა გადავიტანოთ. რუსეთშიც იყო ტერაქტები; მაგრამ საზოგადოებაში მშვიდად თანაარსებობენ მართლმადიდებლები, ათეისტები და მუსლიმები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სერიოზული ცვლილებები ევროპულ საზოგადოებასთან მიმართებით არ მოხდება“, — აცხადებს იშჩენკო.  

პოლიტიკოსის აზრით, ბრიუსელი, როგორც ტერაქტების ადგილი, შემთხვევით არ შეურჩევიათ.

„ბრიუსელი — ესაა დიდი ქალაქი, სადაც განთავსებულია ნატოს შტაბ-ბინა და ევროპის კავშირის ხელმძღვანელი სტრუქტურები. ტერორისტებს უნდათ არა მხოლოდ ბომბის აფეთქება, არამედ ის, რომ ამის შესახებ ყველა ევროპულმა მედიასაშუალებამ დაწეროს. ამიტომ გასაგებია, რომ ბრიუსელში აპრიორი თავმოყრილია წამყვანი ევროპული და მსოფლიო მედია. ხოლო თვითონ ტერაქტი მსოფლიოს ყველა გაზეთის პირველ გვერდზე მოხვდება და არა რეგიონის ან ცალკეული ქვეყნის პრესაში“, — შეაჯამა როსტისლავ იშჩენკომ.

ასევე, პოლიტოლოგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბრიუსელი ევროატლანტიკური ცივილიზაციის პოლიტიკური ცენტრია. ყველა ხელმძღვანელი სტრუქტურა იქ არის განთავსებული. და ამ თვალსაზრისით ტერორისტებისთვის ის ძალზე მიმზიდველია.

ყველა ახალი ამბავი
0