ბელგიის დედაქალაქში სამშაბათს, დილით ტერაქტების სერია მოხდა. ორი აფეთქება ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში და ორიც ქალაქის „ევროპულ“ კვარტალში, „მალბეკისა“ და „შუმანის“ მეტროს სადგურებში განხორციელდა.
ბოლო მონაცემებით, ტრაგედიას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ადამიანმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო. ბრიუსელის ტერაქტებთან დაკავშირებით ევროპის დედაქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, ავტომატური იარაღით შეიარაღებული პოლიცია აეროპორტებსა და ქუჩებში პატრულირებს.
ბელგიური ტელევიზიის ინფორმაციით, პოლიციამ ბრიუსელის „გაწმენდილ“ აეროპორტში შაჰიდის სამი ქამარი აღმოაჩინა, რომლებიც მოქმედებაში არ იყვნენ მოყვანილი. სამართალდამცველი ორგანოებიდან სანდო წყაროს სიტყვებით, პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქებები შეიძლება თვითმკვლელებმა განახორციელეს.
ტერაქტებთან დაკავშირებით ბელგიის ხელისუფლებამ საფრანგეთთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო: ორ ქვეყანას შორის შეჩერებულია ავტობუსებისა და მატარებლების გადაადგილება. გარდა ამისა, გაძლიერებულია ბირთვული ობიექტების კონტროლი. ევროპული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ბელგიამ საზღვრები ყველა მიმართულებით დაკეტა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფეთქებების სერიის შემდეგ, რომელსაც ტერაქტის კვალიციკაცია მიენიჭა, ბელგიის ხელისუფლებამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის მეოთხე, მაქსიმალური დონის დაწესების შესახებ განკარგულება გასცა. ბრიუსელში დაკეტილია მეტროს სადგურები, ფაქტობრივად შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, იხურება სკოლები და სხვა საბავშვო დაწესებულებები, გაკეთდა განცხადება საზღვრის ჩაკეტვის შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია სამხრეთი სადგურიდან ხალხის ევაკუაციის შესახებ, სადაც, ძირითადად, პარიზიდან მომავალი მატარებლები ჩამოდიან.
![ბრიუსელის ქუჩებში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი ბრიუსელის ქუჩებში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23072/29/230722926_0:0:1920:1080_600x0_80_0_1_c6c8b898cd1f158bd0c125b2fe77cd82.jpg)
![ბელგიის პოლიციის თანამშრომლები ბრიუსელის ერთ-ერთ მეტროში ბელგიის პოლიციის თანამშრომლები ბრიუსელის ერთ-ერთ მეტროში - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23071/91/230719184_0:0:3500:2204_600x0_80_0_1_55ba2422e9b91121f706c1ea61c0335c.jpg)
![ლონდონის ქუჩებში შეიარაღბული პოლიცია პატრულირებს ლონდონის ქუჩებში შეიარაღბული პოლიცია პატრულირებს - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23072/76/230727670_0:0:3934:2822_600x0_80_0_1_aa5ce94a9737fd060d713a7596acf82c.jpg)
![აფეთქების შემდეგ ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი აფეთქების შემდეგ ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23071/99/230719915_0:0:2345:1634_600x0_80_0_1_163262ef7b8e2e6080a1c6909193426c.jpg)
![აფეთქების შედეგად ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მინები დამსხვრეულია აფეთქების შედეგად ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მინები დამსხვრეულია - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23072/11/230721196_0:0:2200:1405_600x0_80_0_1_6958cc60d98201023881e57171af40e6.jpg)
![შეიარაღებული პოლიცია კოპენჰაგენის აეროპორტში პატრულირებს შეიარაღებული პოლიცია კოპენჰაგენის აეროპორტში პატრულირებს - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23072/46/230724639_0:0:3500:2333_600x0_80_0_1_8299db93590f81aafceb230151b1d011.jpg)
![შეიარაღებული პოლიცია ლონდონის ქუჩებში პატრულირებს შეიარაღებული პოლიცია ლონდონის ქუჩებში პატრულირებს - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23072/50/230725056_0:0:3855:2458_600x0_80_0_1_b9e776fc8f1ff204afec25ae4da46341.jpg)
![ბრიუსელის აეროპორტის ტერიტორიის შესასვლელთან ბელგიის პოლიცია პატრულირებს ბრიუსელის აეროპორტის ტერიტორიის შესასვლელთან ბელგიის პოლიცია პატრულირებს - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23072/63/230726350_0:0:4838:3220_600x0_80_0_1_605d628fa73460b045d1d26217e119e1.jpg)
![საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვართან მდებარე ლტოლვილთა ბანაკში პატარა ბიჭს პლაკატი წარწერით - ვწუხვართ ბრიუსელის გამო უჭირავს საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვართან მდებარე ლტოლვილთა ბანაკში პატარა ბიჭს პლაკატი წარწერით - ვწუხვართ ბრიუსელის გამო უჭირავს - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23072/67/230726798_0:0:3500:2548_600x0_80_0_1_af35e92fc265b5c92b1c8c16c294346a.jpg)
![აფეთქების შემდეგ ბრიუსელის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა აფეთქების შემდეგ ბრიუსელის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23072/68/230726894_0:0:3105:1968_600x0_80_0_1_8baf07bea8114df7047d1488b25dd59b.jpg)
![სასწრაფო დახმარება და ადამიანები ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიას ტოვებენ სასწრაფო დახმარება და ადამიანები ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიას ტოვებენ - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23072/61/230726190_0:0:2200:1347_600x0_80_0_1_074aeac92a1baa6af81ab209bf334b39.jpg)
![საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგселе საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგселе - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23072/52/230725239_0:0:3000:2000_600x0_80_0_1_cf0beb4994c35aa7e12c692c7a6bf23b.jpg)
![აფეთქების შემდეგ ადამიანები ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტს ტოვებენ აფეთქების შემდეგ ადამიანები ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტს ტოვებენ - Sputnik საქართველო](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23072/14/230721435_0:0:2773:1717_600x0_80_0_1_ec160e7aea1a73ea49e167ac43b3cdd8.jpg)