ბრიუსელის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

© REUTERS / FRANCOIS LENOIRბრიუსელის აეროპორტის ტერმინალის ფასადი აფეთქების შემდეგ
ბრიუსელის აეროპორტის ტერმინალის ფასადი აფეთქების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრუსელის აეროპორტსა და მეტროს სადგურებში დღეს რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი, ბევრი სერიოზულად დაშავდა.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო ბრიუსელში დღეს მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა, იუწყება РИА Новости იტალიურ სააგენტო askanews–ზე დაყრდნობით.

დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 8 საათზე ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. ხელისუფლების აზრით, შესაძლოა ერთ შემთხვევაში ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელ ტერორისტს აემოქმედებინა.

კიდევ ერთი აფეთქება ოდნავ მოგვიანებით ბრიუსელის მეტროში მოხდა, „მალბეკის“ სადგურზე. სულ სამივე ტერაქტში, ბოლო მონაცემებით, 28 ადამიანია დაღუპული, ხოლო რამდენიმე ათეული დაჭრილია. 

ამ დროისთვის ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, აეროპორტი დაკეტილია, ევროპარლამენტის თანამშრომლებს სთხოვენ, არ დატოვონ შენობა.

ყველა ახალი ამბავი
0