დონის როსტოვში თვითმფრინავი Boeing 737-800 ჩამოვარდა, დაიღუპა 62 ადამიანი

© photo: Sputnik / Сергей Пивоваров / გადასვლა მედიაბანკშიდონის როსტოვის საერთაშორისო აეროპორტი
დონის როსტოვის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Boeing 737-800, რომელიც დუბაიდან დონის როსტოვში მიფრინავდა, შაბათს ღამით დონის როსტოვის აეროპორტში ასაფრენი ზოლის მახლობლად ჩამოვარდა, ყველა მგზავრი დაიღუპა.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. შაბათს, ღამით ავიაკომპანია Fly Dubai-ს ლაინერი, რომელიც დუბაიდან დონის როსტოვში მიფრინავდა, 3:40 საათზე (მოსკ.დროით) დონის როსტოვის აეროპორტში დაშვებისას ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან ახლოს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა — 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი, მათ შორის 4 ბავშვი. ყველა დაიღუპა. 

კატასტროფა დაშვებისას

წინასწარი მონაცემებით, სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737-800 ცუდი მხედველობის პირობებში დაშვებისას ასაფრენი ზოლის მარცხენა მხარეს ჩამოვარდა. ლაინერი მიწაზე დაცემისას ნაწილებად დაიშალა. ემირატების ავიაკომპანიამ Fly Dubai დაადასტურა თვითმფრინავის ავიაკატასტროფა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბოინგის პილოტმა ავიაკატასტროფის წინ დონის როსტოვის სახმელეთო სამსახურებს აცნობა, რომ განმეორებით შეეცდებოდა დაფრენას.

„3:50 საათზე რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის როსტოვის ოლქის სამორიგეოში შევიდა შეტყობინება დონის როსტოვის აეროპორტის დისპეტჩერისგან, რომ აეროპორტში დაშვებისას ავიაკატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა“, — განაცხადეს უწყებაში.

წინასწარი მონაცემებით, დაღუპულებს შორის არიან როსტოვისა და როსტოვის ოლქის მკვიდრნი. მგზავრთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. თვითმფრინავის ეკიპაჟი — უცხოელები. ამასთან საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აღნიშნეს, რომ მგზავრების სიაში სამი უცხოელია, ინფორმაცია ზუსტდება. 

დონის როსტოვის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
დონის როსტოვში თვითმფრინავი ჩამოვარდა, გადარჩენილები არ არიან

აეროპორტი დახურულია

დონის როსტოვის აეროპორტი დახურულია. იქ მუშაობა შესაძლოა მხოლოდ ერთი დღე-ღამის შემდეგ აღდგეს, განაცხადა როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა. ავიაკატასტროფის ადგილზე რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი და „როსავიაციის“ ხელმძღვანელი ჩავიდნენ. 

თვითმფრინავის კატასტროფის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ვლადიმირ პუჩკოვმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, დახმარება გაუწიონ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს, აეროპორტის შენობაში მუშაობენ სამედიცინო ბრიგადები და ფსიქოლოგები. 

აეროპორტი დონის როსტოვში - Sputnik საქართველო
დონის როსტოვში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად არახელსაყრელი ამინდი დასახელდა

რეაქცია

„ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ყველა კომპეტენტურ უწყებასთან. მივაწვდით ყველა შესაძლო ინფორმაციას როგორც კი შევძლებთ, რეგულარულად წარმოვადგენთ განახლებულ მონაცემებს“, — ნათქვამია ავიაკომპანია Flydubai-ს განცხადებაში, რომელიც კომპანიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. 

თვითმფრინავის კატასტროფაზე კომენტარი გააკეთეს გაეროშიც. „გენერალური მდივანი ახლა აზრით იმ ხალხთანაა, ვინც ბორტზე იმყოფებოდა. სანამ მაშველები მუშაობენ, უკეთესობის იმედი გვაქვს“, — განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ფარხან ჰაკმა. 


ყველა ახალი ამბავი
0