თბილისი, 19 მარტი — Sputnik. დონის როსტოვში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის Boeing 737-800-ის ყველა მგზავრი დაიღუპა, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს წყარომ რეგიონის საგანგებო სამსახურიდან.
ავიაკომპანია Fly Dubai-ს ლაინერი, რომელიც დუბაიდან მოფრინავდა, ცუდი მხედველობის პირობებში დაშვებისას ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მარცხენა მხარეს ჩამოვარდა. შესაძლოა სწორედ ამინდი გამხდარიყო კატასტროფის მიზეზი. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა, როცა მეორე წრეზე მიდიოდა. მიწაზე დაცემისას ლაინერი აფეთქდა.
თვითმფრინავის ბორტზე 61 ადამიანი იმყოფებოდა — 55 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. წინასწარი ინფორმაციით, მგზავრთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქე იყო.
კატასტროფის ადგილზე საგანგებო სიტაციათა სამსახურის ბრიგადები და საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფის თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება თვითმფრინავის აფეთქების ფაქტზე. ავიაკომპანია Fly Dubai-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იკვლევენ მომხდარის გარემოებებს.