თბილისი, 19 მარტი — Sputnik. დონის როსტოვში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის Boeing 737-800-ის 5 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი უცხოელები იყვნენ, განაცხადეს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა რეგიონულ სამსახურში.
ავიაკომპანია Fly Dubai-ს ლაინერი, რომელიც დუბაიდან მოფრინავდა, 3:40 საათზე (მოსკ.დროით) ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე დაშვებისას ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 61 ადამიანი იმყოფებოდა — 55 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ერთადერთი მიზეზი შესაძლოა არახელსაყრელი ამინდი გამხდარიყო, განუცხადა ჟურნალისტებს როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა.
„თვითმფრინავის ჩამოვარდნის სხვა ვერსია არ განიხილება, მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს“, – თქვა მან.