ლგბტ თემი ქორწინების რაობაზე კანონში ცვლილებების შეტანას აპროტესტებს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“ ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც ლგბტ თემის დემონიზების შეწყვეტას მოითხოვდნენ.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ქუთაისში, პარლამენტის წინ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ის ცვლილებები გააპროტესტეს, რომელთა თანახმადაც, ქორწინება განიმარტება როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ლგბტ პირთა მხარდამჭერი აქციის მონაწილეები - Sputnik საქართველო
დეპუტატი: საქართველო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ აპირებს

ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც იანვრის ბოლოს ლგბტ პირთა უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით. ადვოკატი საკუთარ სარჩელს იმ არგუმენტით ამყარებდა, რომ კონსტიტუციაში განსაზღვრული არ არის, რომ ქორწინება — ეს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია. თუმცა ეს მითითებულია სამოქალაქო კოდექსში.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გაშალეს პლაკატები: „მიხედეთ რეალურ პრობლემებს!“ „პორნოკრატიაში სიყვარულის თანასწორობას გვიკრძალავენ!“ აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ იყო.

ქალაქის ხედი - Sputnik საქართველო
ECRI: საქართველოს ხელისუფლება უმცირესობის უფლებებს არ იცავს

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა — საქართველოში ლგბტ თემის დემონიზაციისა და კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ ამ საკითხის წინასაარჩევნო ინსტრუმენტად გამოყენების შეწყვეტაა. არც ერთ ლგბტ ორგანიზაციას არ წამოუყენებია კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების საკითხი. შესაბამისად, ამ საკითხის წელს, არჩევნების წელს დაყენება არასწორია“, — განაცხადა „იდენტობის“ წარმომადგენელმა ლადო ბიწაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებები სულაც არ არის რევოლუციური, ეს მხოლოდ პოლიტიკური ხერხია, აღნიშნა აქციის მონაწილე ქეთევან კალანდაძემ.

თავის მხრივ, აქცია გააკრიტიკა დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა და აღნიშნა, რომ ცდილობენ ქვეყანა ლგბტ–საზოგადოებად გადააქციონა.

ყველა ახალი ამბავი
0