დეპუტატი: საქართველო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ აპირებს

© photo: Sputnik / Андрей Стенинლგბტ პირთა მხარდამჭერი აქციის მონაწილეები
ლგბტ პირთა მხარდამჭერი აქციის მონაწილეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესწორებები კონსტიტუციაში დაკავშირებული იქნება არა მხოლოდ ქართულ ტრადიციებთან, არამედ შესაბამისობაში იქნება იმ ნორმებთან, რომლებიც მრავალ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს, აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან შესწორებებს ამზადებს, რომლის თანახმადაც, საკითხი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ სადავო აღარ იქნება, განაცხადა დეპუტატმა მმართველი კოალიციიდან გიორგი ვოლსკიმ პრესკონფერენციაზე.

ლგბტ პირთა უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა იანვრის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით მიმართა. მან ეს იმით დაასაბუთა, რომ კონსტიტუციაში მითითებული არ არის, რომ ქორწინება — ეს მხოლოდ მამაკაცისა და ქალი კავშირია, თუმცა ეს ქვეყნის სამოქალაქო კოდექსშია მითითებული.

ლგბტ - Sputnik საქართველო
საქართველოში ლგბტ პირთა უფლებადამცველები ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდიან

„ზუსტად ის ფორმულირება, რომელიც არსებობს სამოქალაქო კოდექსში, რომ ოჯახი წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ერთობას, გადატანილი იქნება საკონსტიტუციო ნორმად. ჩვენ ამის თაობაზე შარშან დავიწყეთ საუბარი. თუმცა სამოქალაქო კოდექსის არსებული ნორმები გვკარნახობდა, რომ ამ ეტაპზე საკითხის გამწვავების აუცილებლობა არ იყო, როდესაც საქართველოში ისედაც არსებობს შესაბამისი კანონები და ნებისმიერი უმცირესობის უფლებები დაცულია“, — განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ შესწორებები კონსტიტუციაში დაკავშირებული იქნება არა მხოლოდ ქართულ ტრადიციებთან, არამედ შესატყვისობაში იქნება იმ ნორმებთან, რომლებიც მრავალ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს.

მეტეხის ტაძარი - Sputnik საქართველო
დეკანოზი დავით შარაშენიძე: ლგბტ პირები მოსახლეობას ევროკავშირის წინააღმდეგ განაწყობენ

"პატარა საქართველოს, რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს, წინ გინდა ჩრდილოეთიდან, გინდა სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, ვალდებულია იფიქროს იმ ტრადიციაზე, რაც გააჩნია და რითაც დღემდე მოვიდა, იფიქროს იმ ურთიერთობაზე და ტოლერანტობაზე, რაც გაგვაჩნია ნებისმიერი სახის უმცირესობასთან. არ ვგულისხმობ ეროვნულ უმცირესობას, რადგან ეს გაცილებით უფრო სხვა კატეგორიაა", — განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატმა ყველა თხოვნით მიმართა, რომ თავი შეიკავონ ზედმეტი რადიკალიზმისგან, განცხადებებისა და ამ თემის გამწვავებისგან.

კითხვაზე, საკონსტიტუციო ნორმის შემოღება ნიშნავს თუ არა, რომ საქართველო უარს ამბობს ერთსქესიანთა ქორწინების ლეგიტიმაციაზე, დეპუტატმა დადებითად უპასუხა.
საკონსტიტუციო შესწორებების რეგისტრაციისთვის 150-დან 76 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0