ECRI: საქართველოს ხელისუფლება უმცირესობის უფლებებს არ იცავს

© photo: Sputnikქალაქის ხედი
ქალაქის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გამოკითხულთა ნახევარს მიაჩნია, რომ ლგბტ პირთა მიმართ ძალადობა მისაღებია, ვინაიდან ისინი საფრთხეს უქმნიან ეროვნულ ფასეულობებს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოში დღემდე ძალზე მწვავედ დგას სექსუალური, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების პრობლემა, ნათქვამია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისიის (ECRI) მოხსენებაში.

„ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და ასევე ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ სიძულვილის ენა კვლავაც ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საქართველოში“, — ნათქვამია მოხსენებაში.

ამას გარდა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელისუფლება არაადეკვატურად რეაგირებს მსგავს ფაქტებზე.

„საქართველოს ხელისუფლების პასუხები ამ ინციდენტებზე არ შეიძლება მივიჩნიოთ ადეკვატურად. სახელისუფლებო ორგანოები არასაკმარისად იძიებენ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს და არ ახორციელებენ დამნაშავეთა დევნას სამართლებრივ საფუძველზე“, — მიაჩნიათ ECRI–ში.

რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიას საგანგაშოდ მიაჩნია გამოკითხვის შედეგები, რომელიც თბილისში 2012 წლის 17 მაისის ინციდენტის შემდეგ ჩატარდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღეს დაპირისპირებისას 28 ადამიანი დაშავდა.

ლგბტ ალამი - Sputnik საქართველო
შუკაკიძე: ერთსქესიანთა ქორწინება სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება

გამოკითხულთა 50%-ის აზრით, ლგბტ პირთა მიმართ ძალადობა მისაღებია, ვინაიდან ისინი საფრთხეს უქმნიან ეროვნულ ფასეულობებს.

ამის პარალელურად ECRI-მ საქართველოს ხელისუფლების მიღწევად შეაფასა კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის შესახებ“, რომელიც 2014 წლის მაისში მიიღეს.

ECRI-მ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შექმნას პოლიციის სპეციალიზებული ქვედანაყოფი, რომელიც რასისტული, ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაულების გამოვლენაზე იმუშავებს.

მანამდე კი სახალხო დამცველის აპარატთან და შესაბამის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლა იქნება საჭირო.

ECRI ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს მონიტორინგს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.

ყველა ახალი ამბავი
0