თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოში არ შეიძლება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, რამდენადაც ეს ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება, მიიჩნევს მოძრაობა „სოლიდარობის“ ხელმძღვანელმა ლაშა შუკაკიძემ.
ლგბტ პირების უფლებადამცველი გიორგი ტატიშვილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოთხოვს, ამისათვის მან საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. როგორც ტატიშვილი განმარტავს, ამ ფაქტის შემდეგ მის წინააღმდეგ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მასზე წეწოლას ახორციელებს.
„საქართველოში დაუშვებელია ერთსქესიანთან ქორწინების დაკანონება და არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას ნორმალური აზროვნებით, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს, არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ერთსქესიანთა ქორწინების საკითხს,“ — განაცხადაშუკაკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ერთსქესიანთა ქორწინება პროპაგანდაა, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. გარდა ამისა არ შეიძლება ოჯახი ეწოდოს ერთსქესიან ადამიანთა თანაცხოვრებას, დაასკვნა მოძრაობა „სოლიდარობის“ ხელმძღვანელმა.