საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. 21-ე ტურის ანონსი

© ФФГ"მერანი" - "სამტრედია"
მერანი - სამტრედია - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–ის სპორტული მიმომხილველი ნოდარ მაისურაძე საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის 21-ე ტურის წინ, რომელიც ამ უქმეებზე ჩატარდება, ძალთა განლაგების შესახებ საუბრობს.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის შაბათს „დინამო არენაზე“ უნდა გამართულიყო. მაგრამ ადრევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ დღეს ევროპის ერთა თასის ფარგლებში საქართველოსა და რუმინეთის რაგბის ნაკრებებს შორის შეხვედრა ამ სტადიონზე გაიმართება.

შედეგად ფეხბურთელებმა დათმეს და მატჩი 17 მარტს გადმოიტანეს.

 

ლიდერისა და ჩემპიონის შეხვედრა

ზამთარგამოვლილ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, ალბათ, ამ მატჩის დიდი მოლოდინი ჰქონდათ. განიხილებოდა მოვლენათა სავარაუდო ვარიანტები – ქულების რა განსხვავება იქნება ამ დროს, რა კონდიციაში იქნებიან გუნდები. ისმოდა კითხვები: რა მოხდება, თუ თამაში ასეთი სცენარით წარიმართება? რა მოხდება, თუ ფრე იქნება? მოკლედ, მოვლენების ყველა შესაძლო ვარიანტი ფეხბურთის მოყვარულების ფანტაზიაზე იყო დამოკიდებული. 

დინამო ბათუმი - ცხინვალი 2:0 - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. XX ტურის შედეგები

მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ძნელად თუ ვინმე ივარაუდებდა, რომ ამ მატჩს „ცენტრალური“ მხოლოდ თეორიულად დაერქმეოდა.

დედაქალაქის კლუბი მოქმედ ჩემპიონს 14 ქულით უსწრებს წინ. ეს თამაში რომ რამდენიმე ტურით ადრე გამართულიყო, სრულებით შესაძლებელია, „დინამოს“, გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონობა ვადამდე გაეფორმებინა. ამის გაკეთება სიმბოლური იქნებოდა გასული წლის გამარჯვებულის წინააღმდეგ თამაშში. მაგრამ ეს თეორიაში; ხოლო პრაქტიკაში გვაქვს ის, რომ „დინამოს“, დღევანდელი წარმატების შემთხვევაშიც კი, მიმდინარე სეზონში გამარჯვების დათმობის მათემატიკური შანსი მაინც ექნება.

„სამტრედიამ“, შესაძლოა, მეორე ადგილზე განიმტკიცოს პოზიციები.

თუ გავითვალისწინებთ, რომ „დილას“ თბილისში არც თუ იოლი „გასეირნება“ ელოდება, „სამტრედია“ მაქსიმალურ ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი ერთპიროვნულად განიმტკიცოს. ამისთვის მეტოქეც სრულებით შესაფერისი ჰყავს.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი სლოვაკ მწვრთნელზე შეაჩერა

„ზუგდიდი“ ცხრილის ბოლოშია, ჩატარებული 20 ტურის შემდეგ აქტივში სულ 9 ქულა აქვს.  

კლუბებს შორის პირველ წრეში მატჩი აანგრიშით 3:3 დასრულდა. მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მსგავსის გამეორება ნაკლებად სავარაუდოა.

ბრძოლა ევროთასის გათამაშებაში მონაწილეობისთვის

სანამ „სამტრედია“ და „დილა“ ერთმანეთს ევროთასის ზონაში მოსახვედრად უპირისპირდებიან, ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიკრიბა, რომლებიც დროზე ადრე დანებებას სულაც არ აპირებს.

ერთ-ერთ ასეთ დაპირისპირებაში ერთმანეთს შეხვდებიან „ჩიხურა“, რომელიც ზამთრის არდადეგების შემდეგ მოულოდნელად „გამოფხიზლდა“, და ბათუმის „დინამო“, რომელიც დისტანციას ზომიერ ტემპში გადის. 

პირველი წრის მატჩში ზღვისპირეთის კლუბმა საჩხერელი სტუმრები ვერ დაამარცხა და შეხვედრა 1:1 ანგარიშით დასრულდა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ საკუთარ მოედანზე „ჩიხურა“ საკმაოდ კარგად თამაშობს, მასპინძლებს ბათუმის „დინამოს“ გასწრების ძალა ნამდვილად შესწევთ.

ვინ შეინარჩუნებს ადგილს უმაღლეს ლიგაში?

„ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ“, — განაცხადა „მერანის“ დირექტორმა „გურიასთან“ გასვლითი თამაშის წინ. უნდა ვაღიაროთ, რომ ამაში ჭეშმარიტების მარცვალი არის. მეორე წრის ხუთ მატჩში „მერანმა“ შვიდი ქულა დააგროვა მაშინ, როდესაც ზამთრის შესვენებამდე მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვა. თუ მომავალშიც ასე წავა საქმეები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

სხვა საქმეა, რომ „გურიის“ წინააღმდეგ ბრძოლა — ეს, ფაქტობრივად, თამაშია ექვსი ქულისთვის. ლანჩხუთის კლუბს მე-13 ადგილი უკავია და ამით ის იმ ორიენტირს წარმოადგენს, რომლის მიღწევასაც ცდილობენ „მერანი“, „საპოვნელა“ და „ზუგდიდი“. 

21-ე ტურის განრიგი:

17 მარტი

თბილისის „დინამო“ – „დილა“

18 მარტი

„ჩიხურა“ — ბათუმის „დინამო“

„შუქურა“ – „ლოკომოტივი“

„ცხინვალი“ – „ტორპედო“

„სამტრედია“ — ზუგდიდი“

„სიონი“ – „საბურთალო“

19 მარტი 

„გურია“ – „მერანი“

„საპოვნელა“ – „კოლხეთი“

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში: უმაღლესი ლიგა
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში: უმაღლესი ლიგა - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში: უმაღლესი ლიგა
ყველა ახალი ამბავი
0