"ტელეკომპანია მაესტრო" ახალი ლოგოტიპით დაიწყებს მაუწყებლობს

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშისაეთერო სტუდია
საეთერო სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „მაესტროს“ ორად გაყოფის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გაჩეჩილაძეს ტელეკომპანიის სახელწოდების გამოყენების უფლება მიაკუთვნა და მეორე მხარეს სასაქონლო ნიშნის - „მაესტროს“ გამოყენების უფლება აუკრძალა.

თბილისი, 16 მარტი— Sputnik. შ.პ.ს. „ტელეკომპანია მაესტრო“, რომელიც შ.პ.ს. „სტუდია მაესტროს“ ყოფილ დირექტორს ბაჩო კიკაბიძეს ეკუთვნოდა, მომავალში ახალი ლოგოტიპით „"М-24"-ით დაიწყებს მაუწყებლობას, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე კიკაბიძემ.

ტელეგადაცემის ჩაწერა - Sputnik საქართველო
ახლა საითღა, „მაესტრო?“

ამ დრომდე ტელევიზია „მაესტრო-24“-ის ლოგოტიპით მაუწყებლობდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 მარტს  შ.პ.ს. „სტუდია მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელის გიორგი გაჩეჩილაძის სარჩელი დააკმაყოფილა და კიკაბიძეს სასაქონლო ნიშნის  —,,მაესტრო”-ს გამოყენება აეკრძალა, რომელიც მას 2014 წელს „სტუდია მაესტროს“ ყოფილმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გადასცა.

„გუშინ კანონს დავმორჩილდი. შევცვალე ლოგოტიპი და  „მაესტრო-24“-დან სასაქონლო ნიშანი „მაესტრო“ ამოვიღე და დავტოვე „М-24", — განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

ბაჩო კიკაბიძე ახლო მომავალში კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის საეთერო ბადის წარდგენას და საინფორმაციო გამოშვებების დაწყებას გეგმავს.

კიკაბიძემ „სტუდია მაესტროს“ 25% წილის მფლობელთან მაკა ასათიანთან და კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძესთან ერთად, საკონტროლო პაკეტის მფლობელ გიორგი გაგეჩილაძესთან  უთანხმოების შემდეგ, ახალი სასაქონლო ნიშნით მაუწყებლობის დაწყება გადაწყვიტა.

ბაია გადაბაძემ გაგიჩელაძე „ქართულ ოცნებასთან“ და პრემიერ კვირიკაშვილთან კავშირში დაადანაშაულა.

გადაბაძემ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის გამო, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებაც გააკეთა, თუმცა, მალევე გადაიფიქრა. ის „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა საბჭოს გადაწყვეტილებით თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლეს.

თბილისის ანძა - Sputnik საქართველო
შეთქმულების მსხვერპლი თუ წინასწარ განზრახული გეგმა — ვინ დგას „მაესტროს“ უკან?

გადაბაძის გათავისუფლების შემდეგ, პარტნიორთა საბჭომ ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად გიორგი გაჩეჩილაძის ძმის — ლევა გაჩეჩილაძის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ თანამდებობაზე დარეგისტირირებისთვის მან 9 თბერვალს საჯარო რეესტრში განცხადებაც შეიტანა, თუმცა, გაჩეჩილაძეს რამდენიმე საათით დაასწრო ბაია გადაბაძემ, რომელმაც რეესტრს გაჩეჩილაძის თანამდებობაზე დარეგისტრირების პროცედურის შეჩერება მოსთხოვა.

გადაბაძემ საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, რომ ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად არ დაერეგისტრირებინათ.

საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, როდესაც დირექტორის რეგისტრაციის აკრძალვის მოთხოვნა თანამდებობაზე რეგისტრაციის მოთხოვნამდეა შეტანილი, თავდაპირველად აკრძალვის მოთხოვნა განიხილება, ხოლო შემდეგ — რეგისტრაციის მოთხოვნა. ამიტომ რეგისტრაციის მოთხოვნა აკრძალვის მოთხოვნის განხილვის დასრულებამდე დაიბლოკა.

თუმცა, 7 მარტს რეესტრმა გადაწყვეტილება მიიღო და გაჩეჩილაძე დირექტორად დაარეგისტრირა, რადგანაც ჩათვალა, რომ მისი მოთხოვნა რეგისტრაციის თაობაზე კანონმდებლობას სრულად შეესაბამება.


ყველა ახალი ამბავი
0