საქართველომ და ყირგიზეთმა ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმება განაახლეს

© ТПП Грузииსაქართველო ყირგიზეთის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა
საქართველო ყირგიზეთის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისიამ, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი და არზიბეკ კოჟოშევი ხელმძღვანელობდნენ, საქართველო-ყირგიზეთს შორის ურთიერთობის მიმართულებები განიხილა, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციების წახალისების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინოვაციების, კავშირგამბულობის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და სხვა კუთხით.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა არზიბეკ კოჟოშევმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი, რომელშიც სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრა, იტყობინება  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

კომისიამ, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი და არზიბეკ კოჟოშევი ხელმძღვანელობდნენ, საქართველო-ყირგიზეთს შორის ურთიერთობის მიმართულებები განიხილა, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციების წახალისების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინოვაციების, კავშირგამბულობის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და სხვა კუთხით. 

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ყირგიზეთის პალატებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს
 

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომისიის სხდომა დადებითად შეაფასა და მას კონსტრუქციული უწოდა. მისი განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ ინვესტიციების დაცვის არსებული ხელშეკრულების განახლებაზე, ასევე გაფორმდება რამდენიმე სხვა შეთანხმება, რომელიც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მოაწესრიგებს. კომისიის ოქმში ასევე ჩაიწერა, რომ მხარეები განიხილავენ პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობას. 

„ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვიმუშავეთ, რათა სამომავლოდ კერძო სექტორს ჰქონდეს მეტი სტიმული, რათა ბიზნეს-ურთიერთობები განავითარონ“ — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

საქართველოსა და ყირგიზეთს შორის საგარეო ვაჭრობის შემდგომი განვითარების მიზნით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. კომისიის მსვლელობისას  მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცა ასევე ურთიერთვაჭრობისას მხარეთა ტერიტორიაზე  პროდუქციის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობის და ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებს. 

მხარეებმა აღნიშნეს სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ზრდის ხელშეწობა, მხარეთა ტერიტორიაზე დაგეგმილ ფორუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა და ასევე, ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა.

სხდომაზე ხაზი გაესვა ორმხრივი ინვესტიციების მნიშვნელობას საქართველოსა და ყირგიზეთში. მზადყოფნა გამოიხატა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ინვესტიციით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს ბიზნესტურების მოწყობასა და საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობაში.

საქართველოსა და ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრები - Sputnik საქართველო
თბილისში საქართველო-ყირგიზეთის სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომა შედგება

კომისიის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების, ასევე, საგადასახადო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიზნით, ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესის დაწყების თაობაზე. 

ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავების მიზნით და ერთმანეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს პრეს და ინფორმაციული ტურები ტურისტული კომპანიებისა და პრესის წარმომადგენლებისთვის, რაც ტურისტების ზრდას შეუწყობს ხელს. 

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული მხარე გაუზიარებს თავის გამოცდილებას ყირგიზულ მხარეს ენერგეტიკის სფეროს რეფორმირების კუთხით, ასევე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, გამოხატა მზადყოფნა გაუწიოს მეთოდოლოგიური და ტექნიკური დახმარება ყირგიზულ მხარეს მცირე ჰესების, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის განვითარების საქმეში.

ასევე კომისიის თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მხარეები ყოველმხრივ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობასა და სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მეცნიერების გაცვლას. 

კომისიის სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და ყირგიზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


ყველა ახალი ამბავი
0