Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორი თბილისის მოდის კვირეულს ეწვევა

© photo: Demna Gvasalia Daily / FBდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მოდის კვირეულს ეწვევიან Vogue-ს ჟურნალისტი სარა მაუერი (Sara Mower), მოდის შესახებ ინტერნეტ-რესურს Buro 24/7-ის დამფუძნებელი მიროსლავა დუმა, მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა და ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი (Adam Katz Sinding).

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. მოდის სახლი Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია Tbilisi Fashion Week-ზე საპატიო სტუმარი იქნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიება თბილისში 31 მარტს გაიხსნება და 3 აპრილამდე გაგრძელდება.

Balenciaga-ს არტ-დირექტორის გარდა თბილისის მოდის კვირეულის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს Vogue-ს ჟურნალისტი სარა მაუერი (Sara Mower), მოდის შესახებ ინტერნეტ-რესურს Buro 24/7-ის დამფუძნებელი მიროსლავა დუმა, მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა და ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი (Adam Katz Sinding). 

მოდელები - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერები Mercedes-Benz Fashion Week Russia-ში მონაწილეობენ

წლევანდელ მოდის კვირეულზე 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას ქართველი დიზაინერები სასტუმრო Rooms Tbilisi-ში წარმოადგენენ, სადაც შოუ-რუმი და მთავარი პოდიუმი მოეწყობა.

Tbilisi Fashion Week-ი მოდელიერ Dalood-ის ჩვენებით გაიხსნება, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონში მონაწილეობას მიიღებენ დიზაინერები გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, Dalood-ი, ანუკი არეშიძე, ლიკა ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach-ი, ინკი გოლდი, ნინი ჭელიძე, „ატელიე 27“ და ტამანინი.

ღონისძიების მსვლელობისას დაგეგმილია ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, პრეზენტაციები და გამოფენები.

მოდის კვირეულზე პირველად წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს მოდელი სალომე ღვინიაშვილი, დიზაინერი LALO, More is Love-ის ბრენდი და გვანცა სალაყაია. 

გასული სეზონის დებიუტანტი, ფოტოგრაფი და დიზაინერი ირმა შარიქაძე კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში კაფსულა-კოლექციას წარუდგენს დამთვალიერებელს, სადაც ტანგო-პერფომანსს გამართავს. 

KETIone-ის კოლექცია - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერების კოლექციამ მოსკოვში მაღალი შეფასება დაიმსახურა

Tbilisi Fashion Week-ს ცნობილი მოდის ჟურნალების წარმომადგენლები გააშუქებენ, რომელთა შორის იქნებიან VOGUE (დიდი ბრიტანეთი, იტალია, რუსეთი), Style du Monde, W Magazine, Glass Magazine, Oyster Magazine, Dazed & Confused, Le21eme.com, frou frou და Dash Magazine. გარდა ამისა, კვირეულს უცხოელი ბაიერები ეწვევიან.  

 

თბილისის მე-13 მოდის კვირეული თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის ცენტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მეწარმოების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართება.

საქართველოში Tbilisi Fashion Week-ი, ტრადიციულად, წელიწადში ორჯერ — გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება.


ყველა ახალი ამბავი
0