ქართველი დიზაინერები Mercedes-Benz Fashion Week Russia-ში მონაწილეობენ

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიმოდელები
მოდელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგა ნიქაბაძე, აკა ნანიტაშვილი, თაკო მექვაბიძე და მოდის სახლი Salle de Mode თავის კოლექციებს მოსკოვის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზ „მანეჟში“ წარადგენენ.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი დიზაინერებისა და მოდის სახლების ახალ კოლექციებს იხილავენ Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს ჩვენებაზე, რომელიც მოსკოვში 2016 წლის 11-15 მარტს გაიმართება.

მოდის კვირეულზე, რომელიც, ტრადიციულად, საგამოფენო დარბაზ „მანეჟში“ გაიმართება, 50-ზე მეტი დიზაინერი რუსეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციებს წარადგენს.

ქართული მოდა მოდის კვირეულის 32-ე სეზონზე წარმოდგენილი იქნება ისეთი პოპულარული დიზაინერებით, როგორებიც არიან გოგა ნიქაბაძე, აკა ნანიტაშვილი, თაკო მექვაბიძე და მოდის სახლი Salle de Mode.

რუსი მოდის მიმდევრები აკა ნანიტაშვილისა და მისი მოდის სახლის Aka Nanita-ს შემოქმედებას პირველად იხილავენ. ის საქართველოში 2009 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ შექმნილი მოდელების ინდივიდუალურობისა და უნიკალურობის წყალობით ძალზე პოპულარული გახდა. მარკა Aka Nanita წარმოდგენილია უკრაინაში, ყაზახეთსა და რუსეთში. Aka Nanita-ს ჩვენება „მანეჟში“ 12 მარტს 19:00 საათზე ჩატარდება.

© Евгения Новоженинаმოდელები აკა ნანიტაშვილის კოლექციას წარმოადგენენ
მოდელები  აკა ნანიტაშვილის კოლექციას წარმოადგენენ - Sputnik საქართველო
მოდელები აკა ნანიტაშვილის კოლექციას წარმოადგენენ

თაკო მექვაბიძე Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს წინა სეზონის დებიუტანტია. ქართველი დიზაინერის კოლექციების მთავარი მოტივია სილამაზის, კულტურისა და ტრადიციების ნატიფი აღქმა, რაც განსაკუთრებით შთაგონებულია მუსლიმანურ ქვეყნებში მოგზაურობით. თაკო მექვაბიძის ჩვენება 12 მარტს 17:30 საათზე გაიმართება.

მოსკოვში პოპულარული გოგი ნიქაბაძის გაზაფხული-ზაფხული 2016-ის ახალი კოლექციის ჩვენება „მოდის კვირეულზე“ 13 მარტს 18:00 საათზე გაიმართება. ნიქაბაძეს რუსეთის დედაქალაქში მოდის კრიტიკოსების, ბლოგერებისა და თანამედროვე მოდის მიმდევარი ქალების საყვარელ მოდელიორად იხსენიებენ.

გოგა ნიქაბაძე - Sputnik საქართველო
დიზაინერი გოგა ნიქაბაძე: როცა სული ბედნიერებისგან ფეთქდება

წარმოშობით ბათუმელი და სლავა ზაიცევის საყვარელი მოწაფე ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს საქართველოში ქმნის. ბრენდის გზავნილია „ჭკვიანური ფუფუნება“, ტანსაცმელი ტრენდების ნამდვილი მოყვარულებისთვის, სადაც ერთმანეთს ერწყმის კოსტიუმის შექმნის ევროპული სკოლა და უხილავი აღმოსავლური აქცენტი.

მოდის სახლი Salle de Mode წარმოდგენილი იქნება 15 მარტს. ბრენდი საქართველოში 2003 წელს დაარსდა და აწარმოებს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებს და სხვადასხვა აქსესუარებს მამაკაცებისა და ქალებისთვის. Salle de Mode-ის დიზაინერია სალომე ამანათიშვილი. მისი კოლექციები ყაზახეთსა და საფრანგეთში უკვე იყო წარმოდგენილი.

გარდა ამისა, მოსკოვის „მოდის კვირეულის“ სტუმრები საღამოს კაბების რუსული ბრენდის Portnoy Beso-ს კოლექციის ნახვას შეძლებენ, რომლის დამფუძნებელიც და კრეატიული დირექტორიც ქართველი ბესო ტურაზაშვილია. ბრენდში Portnoy Beso შერწყმულია რუსეთისა და საქართველოს არისტოკრატიული მოტივები ახლო აღმოსავლეთის არტის ელემენტებით.

გარდა ამისა, Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს მონაწილეთა შორის არიან ვიაჩესლავ ზაიცევი, ალიონა ახმადულინა, დაშა გაუზერი, იულია პროხოროვა, იგორ გულიაევი, იულია დალაქიანი, ბრენდი Pirosmani და სხვები.

© Антон Денисовმოდელები პეტერბურგელი დიზაინერის, ბრენდ Pirosmani-ს დამაარსებლის ევგენია მალიგინის კოლექციას წარმოადგენენ.
მოდელები პეტერბურგელი დიზაინერის, ბრენდ Pirosmani-ს დამაარსებლის ევგენია მალიგინის კოლექციას წარმოადგენენ. - Sputnik საქართველო
მოდელები პეტერბურგელი დიზაინერის, ბრენდ Pirosmani-ს დამაარსებლის ევგენია მალიგინის კოლექციას წარმოადგენენ.

საკუთარ ნამუშევრებს აჩვენებენ ასევე ნიჭიერი დებიუტანტები, რომელთაც მხარს უჭერს „მოდის კვირეული“ MBFW Russia.

„მოდის კვირეულის“ მთავარი საქმიანი მოვლენაა საერთაშორისო კონფერენცია Fashion Futurum (14-15 მარტი), რომლის ორგანიზატორიც რუსეთის „მოდის პალატაა“. ღონისძიებას მოდის ინდუსტრიის 30 მსოფლიო ლიდერი დაესწრება. ისინი იმსჯელებენ იმ ცვლილებებზე, რასაც მოდა თანამედროვე პირობებში განიცდის. „მოდის კვირეული“ იგორ ჩაპურინის ჩვენებით დასრულდება, რომლის კოლექციაც 90-იანი წლების ეპოქით გამოწვეულ გრძნობებსა და ემოციებს ეფუძნება.

Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს პოდიუმზე მიმდინარე მოვლენების თვალის დევნება ამ ვებ-გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.

რუსი დიზაინერების სეზონური ჩვენებების სერიები დიზაინერთა სააგენტო „არტეფაქტმა“ (Mercedes-Benz Fashion Week Russia-სა და Russian Fashion Week-ის მფლობელი) 1999 წელს დაიწყო, რითიც მოსკოვის მოდის სივრცეში ახალი ეპოქა გახსნა. მას შემდეგ მოდის კვირეულმა სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. ამჟამად ის გლობალური ბრენდის Mercedes-Benz Fashion Week Russia სახელით ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0