დიზაინერი გოგა ნიქაბაძე: როცა სული ბედნიერებისგან ფეთქდება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიგოგა ნიქაბაძე
გოგა ნიქაბაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსიყვარულე, ნიჭიერმა და საოცრად გახსნილმა ახალგაზრდა დიზაინერმა „Sputnik. საქართველოს“ კორესპონდენტს საკუთარი წარმატების ფორმულა გაუმხილა და იმაზეც ესაუბრა, როგორ ქმნის ულამაზეს კოლექციებს.

პოპულარული ქართველი დიზაინერის, გოგა ნიქაბაძის ბოლო კოლექციამ მოსკოვის მოდის კვირეულზე Mercedes-Benz Fashion Week Russia აღრთოვანებული პუბლიკის მაღალი შეფასება დაიმსახურა. მოსიყვარულე, ნიჭიერმა და საოცრად გახსნილმა ახალგაზრდა დიზაინერმა „Sputnik. საქართველოს“ კორესპონდენტს საკუთარი წარმატების ფორმულა გაუმხილა და იმაზეც ესაუბრა, როგორ ქმნის ულამაზეს კოლექციებს. 

— გამარჯობა, გოგა. მოსკოვის ბოლო მოდის კვირეულზე თქვენი კოლექცია შეაფასეს როგორც ერთ–ერთი ულამაზესი. არადა მასში მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან ჩამოსული დიზაინერი მონაწილეობდა. 

— დიახ, ჩემი კოლექტივი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ყოველთვის კარგი გამოხმაურება აქვს. ეს უსაშველოდ სასიამოვნოა და სასიხარულო. მადლობელი ვარ ბედისა, რომ ყოველი ახალი ჩვენება — ეს არარეალური წარმატებაა. 

— როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება მოსკოვში? რაშია თქვენი საიდუმლო?

KETIone-ის კოლექცია - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერების კოლექციამ მოსკოვში მაღალი შეფასება დაიმსახურა

— ყოველთვის გამოგდით?— სინამდვილეში არანაირი საიდუმლო არ არსებობს. უბრალოდ ვაკეთებ იმას, რასაც ვგრძნობ. თითოეულ ჩვენებაში იმ ემოციას ვაქსოვ, რასაც თავად განვიცდი და საიდანაც ვიღებ შთაგონებას. მინდა, რომ ადამიანებს ჩემი სულის მოთხრობა ვუამბო. 

— ვფიქრობ, გამომდის, იმიტომ რომ, როცა ჩვენებების შემდეგ ადამიანები შთაბეჭდილებებს მიზიარებენ, ვხვდები, რომ ყველამ საკუთარი ისტორია დაინახა — მსგავსი იმისა, რისი გადმოცემაც მსურდა კოლექციით. 

— რამ შთაგაგონათ ბოლო კოლექციის შექმნა? გვიამბეთ მასზე. 

— იცით, ყოველთვის საკუთარი სულიერი მდგომარეობა შთამაგონებს. ხოლო მუსიკა ყურსასმენში, რომელიც თითქმის მუდმივად მიკეთია, იდეის დასრულებაში მონაწილეობს. მშვენიერი სიმღერისა თუ მელოდიის თითოეულ ტაქტში მე მოდელის ფერს, ფაქტურას, სახეს ვხედავ. 

— და რას უსმენდით, როცა ამ კოლექციას ქმნიდით? 

— აფრიკულ მელოდიებს ვუსმენდი და ამიტომაც გადავწყვიტე  კოლექციისთვის აფრიკული ელემენტები შემემატებინა. გავაკეთე ხის მასიური მძივები, შევარჩიე მხოლოდ ნატურალური ქსოვილი და კეთილშობილი პალიტრა — მშვიდი, თბილი ფერები, ხელით ნაკეთები ნატის ფეხსაცმელი და თავისუფალი თარგი, რაც მდიდრულად გამოიყურება. 

 

— კოლექცია ქალებისთვისაა თუ მამაკაცებისთვის? 

— უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია, რაც შერეულ კოლექციებს ვქმნი, რომლებშიც ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარებია წარმოდგენილი. 

— გოგა, მომდევნო კოლექციას ცოტათი რომ ავხადოთ ფარდა, რა იქნება მასში?

— მომავალი წლის კოლექციაში მინდა, რომ თავისუფლებისა და გულისცემის აკორდმა გაიჟღეროს. მინდა გადმოვცე სწორედ ის გრძნობა, როცა სული ბედნიერებისგან ფეთქდება. 

— მინდა მალე ვნახო ეს. გოგა, ყოველთვის ორიგინალური ჩვენებები გაქვთ — მუსიკა, განათება, მოდელებიც კი თითქოს კი არ დადიან პოდიუმზე, არამედ დაცურავენ. თქვენ თავად ხართ საკუთარი ჩვენებების რეჟისორი. როგორ ქმნით ხოლმე ამ ყველაფერს? 

— გმადლობთ. დიახ, ყოველთვის თავად ვაფორმებ საკუთარ ჩვენებებს და თავადვე ვდგამ. როცა ახალი კოლექციის იდეა მეწვევა ხოლმე, მყისიერად ვხედავ სურათის მთლიან მონახაზს. მკვეთრი ხაზები და დეტალები მერე, მომზადების პროცესში ჩნდება. 

—ანუ ჯერ ყველაფერი თავში იბადება…

— დიახ. მაკიაჟი, ვარცხნილობა, მუსიკა, განათება, მოდელებისა და სამოსის რიგითობა, ჩვენების დადგმა — ყველაფერს ერთდბაშად ვხედავ. მოდელები კი, რომლებიც თქვენი თქმით, პოდიუმზე დაცურავენ — ეს მოდელების ის ჯგუფია, რომლებთანაც მუდმივად ვმუშაობ. ეს დიდი სლავა ზაიცევის სკოლაა. ისინი იოლად წვდებიან ჩვენების სტილისტიკას და გადმოსცემენ იმ ემოციას, რომლის დანახებაც მინდა მაყურებლისთვის. 

— თქვენ ხშირად ამბობთ ინტერვიუებში, რომ „გონიერი ადამიანებისთვის“ ქმნით მოდას. ვინ არიან ისინი? ეს წარმატებული, შემდგარი ადმიანები არიან, ვინც იცის, რა სურთ ცხოვრებისგან?

— ეს პიროვნულად შემდგარი ადამიანები არიან. 

— ვის გამოყოფდით საყვარელი დიზაინერებიდან? 

— ბევრი მომწონს. ამ კითხვაზე პასუხისთვის ცალკე ინტერვიუ დამჭირდება (იღიმება). უბრალოდ ასე ვიტყვი: კოლეხგებს, აბსოლუტურად ყველას — ნიჭერებს, არც ისე ნიჭიერებსაც და სრულიად უნიჭოებსაც — ყველას ყველაფერში წარმატებას ვუსურვებ. 

— სად და რომელ ბუტიკებში შეიძლება თქვენი სამოსის შეკვეთა?

— მხოლოდ ბათუმსა და მოსკოვში. კონკრეტული ინფორმაცია ინტერნეტში დევს. 

— გოგა, ორ ქვეყანაში ცხოვრობთ — საქართველოში და რუსეთში. განარჩევთ თუ არა საკუთარ კოლექციებს ეროვნული ნიშნით? ანუ, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა განსხვავება ქართველი და რუსი ქალბატონების გემოვნებას შორის? 

— არასდროს! მე არაფერს ვერგები. მე, როგორც პროფესიონალები ამბობენ, საკუთარი ნიშა მაქვს და ვაჩვენებ იმას, რასაც ვგრძნობ. 

— რუსეთისა და საქართველოს გარდა სხვაგანაც გქონიათ ჩვენება?

— არა, ამ ორი ქვეყნის გარდა საკუთარი კოლექციები არსად წარმიდგენია. ახლა მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მოსკოვში. ამ ქალაქთან ჩემი ურთიერთობა მაქვს — ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. მოსკოვიდან არსად წასვლას არ ვაპირებ ჯერჯერობით. მადლობელი ვარ ამ მშვენიერი ქალაქისა და ყველა იმ არაჩვეულებრივი ადამიანისა, რომლებიც გარს მახვევიან. ეს ის სივრცეა, სადაც ჩემი ტალანტი ღირსეულად შეაფასეს. 

— პირველ ჩენებას ხომ არ გაიხსენებდით? როდის იყო ეს? 

— ეს ბევრი წლის წინ იყო. მაშინ ეჭვადაც არ მქონდა, რომ საქმე ასე სერიოზულად იქნებოდა… 13 წლისა ვიყავი, როცა პირველ კოლექციაზე დავიწყე მუშაობა, 14 წლისამ კი პირველი ჩვენება გავმართე. 

— მას შემდეგ რამდენად შეიცვალეთ შეხედულება საკუთარ შემოქმედებაზე? 

— მე და ჩემი პროფესია ერთად გავიზარდეთ. როცა ჩემ ადრეულ კოლექციებს ვუყურებ (ასე ვთქვათ, ბავშვობისდროინდელს), მიკვირს, როგორ შემეძლო 14–18 წლისას ასეთი ღირსეული კოლექციები შემექმნა? ბევრი წელი გავიდა და ახლა, როცა კარიერის დასაწყისში შექმნილ კოლექციებს ვიხსენებ,  მეღიმება და ვამბობ: „ყოჩაღ, გოგა!“ 

— როგორ ფიქრობთ, განსაზღვრა თუ არა თქვენი მომავალი ბავშვობამ, რომელიც სავსე იყო თეატრით, დედათქვენის ულამაზესი მეგობრებითა და ბებიის საქორწინო კაბების სალონით? 

— ერთმნიშვნელოვნად დიახ! იცით, დედა და ბებია — ეს ჩემი ცხოვრების ორი უსაყვარლესი ქალბატონია. საერთოდ ძალიან მიყვარს ადამიანები. მაგრამ თუ შემეკითხებით,  ვინ მიყვარს ყველაზე მეტად — დედა თუ ბებია — ვერ გიპასუხებთ… ამ ორმა ღვთაებრივმა ქალმა ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში ჩადო. და მე ბედნიერი ვარ, რომ გავამართლე მათი იმედები. დღემდე ერთად ვმუშაობთ, ერთი გუნდი ვართ და ისინიც მონაწილეობენ ჩემი კოლექციების მომზადებაში. მე მათი მადლიერი ვარ და არ დავიღლები იმაზე ლაპარაკით, როგორ მიყვარს ისინი. 

— გოგა, თქვენ ყოველთვის მოდურად გაცვიათ. მხოლოდ თქვენი დიზაინით დამზადებულ სამოსს იცვამთ?

— კი, ყველაფერი საკუთარი ბრენდისაა. ძალიან იშვიათად ვუხამებ სხვა ბრენდებს ჩემსას, მაგრამ მხოლოდ ყოველდღიურ ტანსაცმელში. ბევრი რამ მომწონს იქიდან, რასაც ჩემი კოლეგები აკეთებენ — მსოფლიო სახელის მქონენიც და დამწყებებიც, და სიამოვნებით ვატარებ მათ ქმნილებებს. მაგრამ თუ რამე ღონისძიებაზე მივდივარ, მაშინ აუცილებლად მხოლოდ საკუთარი ბრენდის სამოსს ვიცვამ.  

— თავისუფალია თუ არა გოგა ნიქაბაძის გული?

— არა, ნამდვილად არაა თავისუფალი. ის სიყვარულითაა გაჟღენთილი — სიყვარულით ყველასა და ყველაფრის მიმართ. სწორედ ესაა ჩემო წარმატებული ცხოვრების ფორმულა. 

— გსურთ რამე უთხრათ კოლეგებსა და თაყვანისმცემლებს?

— მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემი კოლექციების შექმნაში მონაწილეობს. ეს უზარმაზარი გლამურული არმიაა: მკერავები, ვიზაჟისტები, მქარგავები, აქსესუარების, ქსოვილების ხელით შემქმნელები, ქსოვილზე მხატველები, უახლოესი მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა წვრილმან საქმეში მეხმარებიან… ასევე მადლობელი ვარ MBFW Russia–ს გუნდისა ღირსეული მოდის კვირეულისა და მეგობრობისთვის. მადლობას ვუხდი ყველა ჟურნალისტს, რედაქტორს, ტელეარხსა და პრესას, ჩემი ბრენდის კლიენტებს, ბიძაჩემის ოჯახს მოსკოვში — ეს ჩემი უერთგულესი სტაფია მოსკოვში გამართულ ჩვენებებზე, ვიზაჟისტსა და უსაყვარლეს მეგობარს ანა შაფრანს  — ჩემი ყველა ბოლო ჩვენების ვიზაჟისთვის, და ასევე იგორ კიმს — უმაღლესი ოსტატობისა და მოდელების  ვარცხნილობებისთვის, ყველა თანაშემწეს, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ ჩვენებებზე — ეს უზარმაზარი გუნდია, ჩემს უსაყვარლეს მოსკოველ და ქართველ მეგობრებს, ასევე მთელ მსოფლიოში  გაფანტულ მეგობრებს, თაყვანისმცემლებს, ძმას, დედას, ბებიას და რაღა თქმა უნდა, ჩემ საყვარელ იულიანა ბრუტს. მადლობა, ბიჭებო და გოგოებო! ძალიან მიყვარხართ. 

— მგონი, არავინ დაგვიწყებიათ. გოგა, მადლობას გიხდით და წარმატებებს გისურვებთ.

— მადლობა თქვენ, ინტერვიუსთვის. სასიამოვნოა, რომ გახსოვართ. გისურვებთ მაღალ რეიტინგსა და ყველა სიკეთეს. ყველანი მიყვარხართ, თქვენი გოგა ნიქაბაძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0