ქართველი დიზაინერების კოლექციამ მოსკოვში მაღალი შეფასება დაიმსახურა

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიKETIone-ის კოლექცია
KETIone-ის კოლექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
MBFW Russia–ის ჩვენებებში შვიდი ცნობილი ქართველი დიზაინერი მონაწილეობდა: გოგა ნიქაბაძე, ბესარიონი, დიანა ქვარიანი, რია ქებურია, ეკა ბალანჩივაძე, თაკო მექვაბიძე და ბრენდი KETIone, რომელსაც მომღერალი ქეთი თოფურია წარმოადგენს.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი დიზაინერების კოლექცია ერთ–ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ და ლამაზ კოლექციად შეფასდა Mercedes-Benz Fashion Week Russia–ს 31–ე მოდის კვირეულზე, რომელიც მოსკოვში 2015 წლის 21–25 ოქტომბერს გაიმართა. 

MBFW Russia–ის ჩვენებებში შვიდი  ცნობილი ქართველი მოდელიერი მონაწილეობდა: გოგა ნიქაბაძე, ბესარიონი, დიანა ქვარიანი, აკა ნანიტაშვილი, ეკა ბალანჩივაძე, თაკო მექვაბიძე და ბრენდი KETIone, რომელიც მომღერალმა ქეთა თოფურიამ წარმოადგინა. 

გოგა ნიქაბაძის ფანტასტიკური კოლორიტი

ერთ–ერთ ყველაზე არაჩვეულებრივ კოლექციად შეფასდა ქართველი კუტიურიეს, გოგა ნიქაბაძის კოლექცია, რომელიც აფრიკულ მოტივებზე იყო შესრულებული.

„მაყურებელმა ჯილდოდ მიიღო ქართველი დიზაინერის, გოგა  ნიქაბაძის განსაცვიფრებელი სილამაზის კოლექცია. მოსკოვური პუბლიკა კარგად იცნობს და მხურვალედ უყვარს დიზაინერი. ამიტომაც დარბაზი სავსე მისი თაყვანისმცემლებით. თავად კოლექციის მშვიდმა სილამაზემ ასევე დამამშვიდებლად იმოქმედა მაყურებლებზე. დიზაინერმა საფუძვლად აფრიკული მოტივები გამოიყენა, რაც მსოფლიო მოდაში ამ ბოლო დროს ლამის საერთო მიმართულებად იქცა, თუმცა, ეს ყველაფერი თანამედროვედ, კარგი გაგებით მოდურად და მაგიურად მიმზიდველად წარმოაჩინა“, — წერს ინტერნეტგამოცემა „კომერსანტი“. 

მოსკოვი - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერები მოსკოვის მოდის კვირეულში მონაწილეობენ

BEssARION

არანაკლები შექება დაიმსახურა ქართულმა ბრენდმა BEssARION–მა, რომელიც ასევე დიდი ხანია უყვართ მოსკოვში. ამ კოლექციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის სრულიად დამსახურებულად უყვართ, — წერს „კომერსანტი“. 

KETIone, AKA NANITA და სხვები

Mercedes-Benz Fashion Week Russia–ს დებიუტანტი გახლდათ მომღერალი ქეთა თოფურია. 29 წლის მომღერლის ნამუშევრები მეგობრებმა და კოლეგებმა შეაფასეს: ტიმატიმ, დიზაინერმა იგორ გულიაევმა და აგრეთვე ქეთას მეუღლემ, ლევ გეჰმანმა. 

„დიზაინერი პალიტრის მრავალწახნაგოვნებით ექსპერიმენტატორობს — დაწყებული წვნიანი ფუქსიის ფერითა და ღრმა ლურჯით, დასრულებული ქვიშისფერ–ყვითლით“, — ნათქვამია MBFW Russia–ს საიტზე. 

ამას გარდა, საკუთარი კოლექცია წარადგინეს: დიზაინერმა აკა ნანიტაშვილმაც, რომლის კოლექციაც ქალაქების არქიტექტურისა და გეომეტრიის გავლენით შეიქმნა და თაკო მექვაბიძემ, რომლის კოლექციის, „ჩადრიანი ქალის“ მუზად მულიმური სამყარო იქცა. 

დიანა ქვარიანის ბრენდმა მოდის კვირეულზე ბაფთიანი ბლუზებისა და შარვლების კოსტიუმები წარადგინა, ხოლო ეკა ბალანჩივაძემ, რომელიც ინტერიერების დიზაინითაა დაკავებული — ფრინველების ფრთებითა და ლითონის სამაგრებით შემკობილი სამოსი. 

ღონისძიების სტუმრებმა მოსკოვის „მანეჟში“ 2016 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონის ახალი კოლექციები იხილეს, რომლებიც 70–ზე მეტმა დიზაინერმა წარმოადგინა რუსეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, აშშ–დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

 


ყველა ახალი ამბავი
0