პრემიერი პირობას დებს, რომ „საშინელი ჩანაწერები“ ერთხელ და სამუდამოდ გაქრება

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს, თქვა კვირიკაშვილმა.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სექსუალური ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ პირობას დებს, ყველაფერს გაააკეთებს, რათა ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს, იუწყება პრემიერის პრეს-სამსახური.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პარასკევს ინტერნეტის საშუალებით სექსუალური ხასიათის კადრების გავრცელების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. Youtube-ზე ატვირთული კადრები პორტალზე სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა გუშინვე დაბლოკა.

ტრიბუნა - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტის გამოძიებას მოითხოვს

„ის, რაც დღეს მოხდა, არის არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაჟებისა და დათრგუნვის მცდელობა. ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი!“ — თქვა პრემიერმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, მან შესაბამის უწყებებს ამ საქმის უსწრაფესად გამოძიების დავალება მისცა. „ეს არის საგამოძიებო უწყებების გამოცდა, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ“, — აღნიშნა მან.

პრემიერმა განაცხადა, რომ დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს ის, პასუხს კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს. „ეს იქნება სამაგალითო პასუხი, რომ მსგავსი სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს!.. სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს“, — თქვა კვირიკაშვილმა.

ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
პირადი ცხოვრების კადრების გამავრცელებელზე ინფორმაციაში შეიძლება მილიონი გადაიხადონ

ამ ფაქტს ასევე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. სპიკერმა მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლა ტერორისტული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას გაუთანაბრა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიების მიზნით საერთაშორისო ანტიტერორისტული ორგანიზაციებისთვის მიმართვისა და კადრების გამავრცელებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოს სახით 1 მლნ ლარის დაწესების წინადადებით გამოვიდა. 


ყველა ახალი ამბავი
0