საქართველოს ხელისუფლება ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტის გამოძიებას მოითხოვს

გამოწერა
პრემიერის აზრით, თითოეული მოქალაქის ვალია დააფიქსიროს პოზიცია, რომ მსგავსი დანაშაულები საზოგადოებისთვის მიუღებელია.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ძალოვან სტრუქტურებს ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელების გამოძიება დაავალა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური

უცნობმა პირმა Youtube-ზე სექსუალური ხასიათის ვიდეო ატვირთა. ვიდეოს ავტორმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე მიუთითა. ვიდეო რამდენიმე საათის შემდეგ ინტერნეტ-სივრცეში დაიბლოკა, საქართველოს პროკურატურამ კი საქმე აღძრა. 

სასამართლო - Sputnik საქართველო
საქართველოში ინტიმური კადრების გავრცელებაზე საქმე აღიძრა

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსს ვახტანგ გომელაურს აღნიშნული ფაქტის უსწრაფეს ვადაში გამოძიებისკენ მოუწოდა.

ფაქტის აუცილებელ და დაუყოვნებლივ გამოძიების შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმაც გააკეთა.

 „ამ დანაშაულის მონაწილე ყველა პირი აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ამავე დროს თითოეული ჩვენგანის მორალური და მოქალაქეობრივი ვალია, რომ ყველას დავანახოთ — მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენთვის მიუღებელია“, — განაცხადა აბაშიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.


ყველა ახალი ამბავი
0