თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ინტერნეტში სექსუალური ხასიათის ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით, — იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი გრუზია" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ინტერნეტით უკანონოდ გავრცელება/გამოყენება), რაც ჯარიმით ან ორ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ერთ–ერთი ოპოზიციონერი ლიდერის ცხოვრებიდან სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერი რამდენიმე საათის წინ ატვირთა Youtube–ზე უცნობმა მომხმარებელმა.