ქართულ ღვინოს Prowein Dusseldorf-ზე წარადგენენ

გამოწერა
საქართველოს გერმანიაში გამოფენაზე, ქართული ღვინის ასოციაციის მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია წარადგენს.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ქართული ღვინო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაში Prowein Dusseldorf მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დიუსელდორფის ცენტრში 13 მარტს საკარნავალო აღლუმის ფონზე გაიხსნება, განაცხადეს საქართველოს ღვინის კლუბში.

ღონისძიება სამ დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 50 ქვეყნის 6 ათასი კომპანია მიიღებს.

Prowein Dusseldorf — ეს არის გამოფენა, რომელიც ღვინის პროფესიონალების კომუნიკაციისთვის საუკეთესო გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. პირველად ეს გამოფენა 1994 წელს გაიმართა.

საქართველო Prowein Dusseldorf-ზე 2000 წლიდან ერთიანი ეროვნული სტენდით არის წარმოდგენილი, წელს ის გამოფენაში მეთექვსმეტედ მიიღებს მონაწილეობას. 

ღვინის ფესტივალი Japan Women's Wine Awards - Sputnik საქართველო
იაპონელ ქალებს ქართული ღვინო მოეწონათ

საქართველოს წელს ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია წარადგენს: „ბაგრატიონი 1882“, „ვაზიანი კომპანი“, „ვაინმენი“, „თბილღვინო“, კორპორაცია „ქართული ღვინო“, კორპორაცია „ქინძმარაული“, GWS, „მეღვინეობა ხარება“, „შატო მუხრანი“, „შუმი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „თელავის ღვინის მარანი“, „ბესინი“, „კახური“ და „თელიანი ველი“.

ღონისძიებაში ღვინის მწარმოებელი კომპანიების ჩართვას საქართველოდან უზრუნველყოფს ასოციაცია „ქართული ღვინო“ და „კახეთის მეღვინეთა გილდია“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. 

ასოციაცია „ქართული ღვინო“ 2010 წელს დაარსდა და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო, პროფესიულ საზოგადოებებში. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველოდან ღვინის ექსპორტი წლის დასაწყისიდან 56%-ით გაიზარდა

ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ყოველწლიურად  მუშაობს ქართული ღვინოების ინტეგრაციაზე ღვინის სამყაროს ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებთან, როგორებიცაა Prowein Dusseldorf, Vinexpo Bordeaux და სხვ.

„კახეთის მეღვინეთა გილდია“ 2014 წელს დაარსდა. ორგანიზაცია ორიენტირებულია კახეთის რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარებაზე, ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შორის საქართველოს ღვინის კულტურისა და საუკეთესო ტრადიციების პოპულარიზაციაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0