იაპონელ ქალებს ქართული ღვინო მოეწონათ

© Минсельхоз Грузииღვინის ფესტივალი Japan Women's Wine Awards
ღვინის ფესტივალი Japan Women's Wine Awards - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში Sakura Japan Women's Wine Awards გამარჯვებულ ღვინოებს 8 მარტს გამოფენაზე შეუძლიათ მონაწილეობა, სადაც ერთმანეთს Diamond Trophy-სთვის შეეჯიბრებიან.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ქართულმა ღვინოებმა ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Japan Women's Wine Awards ცხრა ჯილდო მიიღეს — ორმაგი ოქრო, ოთხი ოქროსა და ოთხი ვერცხლის მედლები, განაცხადეს საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ მასშტაბური ღონისძიებაა. საკონკურსო ჟიურიში იაპონიაში ღვინის სფეროში დაკავებული ქალბატონები არიან — სომელიეები და ღვინის მწარმოებლები, ღვინის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები.

ღვინის საერთაშორისო კონკურსი Japan Women's Wine Awards
ღვინის საერთაშორისო კონკურსი Japan Women's Wine Awards  - Sputnik საქართველო
ღვინის საერთაშორისო კონკურსი Japan Women's Wine Awards

ორმაგი ოქრო კომპანია „კახურის“ „საფერავი რეზერვი 2005“-მა მიიღო. ამავე კომპანიის „საფერავი 2008“-მ ოქრო მოიპოვა. ოქროს მედლები ასევე მიიღეს ღვინოებმა: „საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013“, კომპანია „ლუკასი“; „მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; „მარანი. რეზერვი. 2007“ კომპანია „თელავის ღვინის მარანი“.

ვერცხლი ერგოთ შემდეგ ღვინოებს: მუკუზანი იბერიული. 2013“, კომპანია „შუმი“.

ღვინის საერთაშორისო კონკურსი Japan Women's Wine Awards
ღვინის საერთაშორისო კონკურსი Japan Women's Wine Awards  - Sputnik საქართველო
ღვინის საერთაშორისო კონკურსი Japan Women's Wine Awards

„ნაფარეული. 2013“, კომპანია „შუმი“; „სატრაპეზო საფერავი. 2012“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; „საფერავი ქვევრის. 2011“, კორპორაცია „ქინძმარაული“.

წელს ამ გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია 35-მა ქვეყანამ წარმოადგინა.
ორმაგი ოქროთი დაჯილდოებული ღვინოები წარდგენილი იქნება კვების პროდუქტებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე FOODEX JAPAN 2016. ღონისძიების ფარგლებში 8 მარტს წარდგენილი ღვინოები Diamond Trophy-ს ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

ღვინის საერთაშორისო კონკურსი Japan Women's Wine Awards
ღვინის საერთაშორისო კონკურსი Japan Women's Wine Awards  - Sputnik საქართველო
ღვინის საერთაშორისო კონკურსი Japan Women's Wine Awards

„მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, არა მარტო იაპონიის, არამედ ზოგადად აზიის ბაზარზე“, — განაცხადეს სააგენტოში.
ქართული ღვინის ექსპორტი ისეთ სტრატეგიულ ბაზარზე, როგორიც იაპონიაა, გასულ წელს, 2014 წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა და 138,3 ათასი (0,75 ლიტრი) ბოთლი შეადგინა. სულ 2015 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 98,1 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების დაახლოებით 36,1 მლნ ბოთლი ქართული ღვინო.

 

ყველა ახალი ამბავი
0