პროფესორი: პედაგოგს საქართველოში ხელფასი უნდა გაუათმაგდეს

© Sputnik / STRINGERპირველი გიმნაზია
პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
6 ათას 477 მასწავლებლიდან პროფილის საგნებში ტესტირების გავლა მხოლოდ 17%-მა შეძლო. მაგრამ მინისტრი უკეთეს შედეგს არც ელოდებოდა. ის პედაგოგებს გადამზადებას სთავაზობს.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ის, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში პრობლემებია, ქვეყნისთვის სიახლე არ არის. ის სათავეს 1991 წლიდან იწყებს, როდესაც მასწავლებლები, იმის ნაცვლად, რომ წარმატებულ სასწავლო პროცესზე ეფიქრათ, გადარჩენაზე ფიქრობდნენ, მიიჩნევს საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მაია ჩეჩელაშვილი.

პრობლემებზე საგანმანათლებლო სისტემაში ყოველთვის საუბრობდნენ, მაგრამ განსაკუთრებით აქტუალური ის მას შემდეგ გახდა, რაც 6 ათას 477 მასწავლებლიდან ტესტირების გავლა პროფილურ საგნებში მხოლოდ 17%-მა შეძლო. ამავე დროს, საქართველომ განათლებული ქვეყნების რეიტინგში, რომელიც ცენტრალური კონექტიკუტის უნივერსიტეტმა მოამზადა, 51-ე ადგილი დაიკავა.

„როდესაც ქვყნის მასწავლებლების უმრავლესობას საკუთარი საგნის ჩაბარება არ შეუძლია, რა უნდა ასწავლონ მოსწავლეებს? ეს ეროვნული კატასტროფაა. ყველა ამ მასწავლებლის სამსახურიდან გაშვება და ქვეყნის ყველა სკოლის დახურვა არ შეგვიძლია. ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ ათჯერ, რომ მათ ჰქონდეთ მოტივაცია, კარგად იცოდნენ თავისი საგანი, ასევე ჰქონდეთ ფინანსური დაინტერესება“, — განუცხადა ჩეჩელაშვილმა Sputnik-ს.

წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
საქართველო განათლებული ქვეყნების ჩამონათვალში 51-ე ადგილზეა

საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ეკონომიკაც ასრულებს, მაგრამ ისიც არ შეიძლება წარმატების გარანტი იყოს, რამდენადაც ბევრი ქვეყანაა მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლის მქონე, მაგრამ არაეფექტური საგანმანათლებლო სისტემა აქვს, აღნიშნა მან. 

 „კარგი მასწავლებელი კარგი მოსწავლის აღზრდას, განათლებული ადამიანი —განათლებული ადამიანის აღზრდას შეძლებს. ალექსანდრე მაკედონელი სიმაღლეებს ვერ მიაღწევდა, მისი მასწავლებელი არისტოტელე რომ არ ყოფილიყო“, — მიიჩნევს პროფესორი.

მისი თქმით, გაზრდილი ხელფასი მოტივაცია იქნება იმისთვის, რომ პედაგოგებმა შეისწავლონ თავისი საგანი და ამგვარად გაზარდონ საკუთარი მატერიალური მდგომარეობა. ეს დადებითად აისახება ამ პროფესიის პოპულარიზაციაზე, რამდენადაც მომავალი სტუდენტები ამ პროფესიას მეტი ხალისით აირჩევენ.

„რა თქმა უნდა, ერთი რეცეპტი, პანაცეა, წამალი, რომ ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოვიდეთ, არ არსებობს, მაგრამ საჭიროა მოქმედება. მე დაახლოებით 25 წელი ვმუშაობ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და შემიძლია გითხრათ, რომ ვითარება უფრო და უფრო რთულდება“, — აღნიშნა მან.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილმა განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებში პოლიტიკოსები დაადანაშაულა

ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, რომ ნიჭიერი სტუდენტები იყვნენ, არიან და იქნებიან, მაგრამ დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ ნიჭიერი ადამიანების უმაღლეს დონეზე დაოსტატება არ ხდება.

„სკოლების მოსწავლეები არ არიან მოტივირებული იმიტომ, რომ იციან, უკანასკნელი იდიოტიც კი აიღებს 9 ან 12 კლასის განათლების ატესტატს. თუმცა, ბაკალავრის დიპლომის მიღება რთულია, ამიტომ სტუდენტები უფრო მოტივირებული არიან“, — აღნიშნა მან.

ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ პედაგოგის პროფესიის სწავლების სწორი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს და ნამდვილი სპეციალისტები აღზარდოს.


ყველა ახალი ამბავი
0