საქართველო განათლებული ქვეყნების ჩამონათვალში 51-ე ადგილზეა

© photo: Sputnikწიგნის ბაზრობა
წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლებული ქვეყნების ჩამონათვალში ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია და შვედეთი ლიდერობენ.

თბილისი, 11 მარტი– Sputnik. აშშ-ის კონექტიკუტის უნივერსიტეტმა (Central Connecticut State University) ყველაზე განათლებული და წიგნიერი ქვეყნების რეიტინგი (The World’s Most Literate Nations) მოამზადა, რომელშიც საქართველოს 51-ე ადგილი უჭირავს.

მკვლევარებმა 200 ქვეყნის სტატისტიკური მონაცემები დაამუშავეს, თუმცა რეიტინგში მხოლოდ 61 ქვეყანა მოხვდა.

რეიტინგის პირველ ხუთეულში ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია და შვედეთი არიან. შემდეგ მოდიან შვეიცარია, აშშ, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები. რუსეთს 27-ე ადგილი უჭირავს.

რეიტინგის შედგენისას მკვლევარებმა თითოეული ქვეყნის განათლების სისტემის ხარისხი, ონლაინ და ნაბეჭდი გამოცემების რაოდენობა, ტირაჟი და საჯარო ბიბლიოთეკების რიცხვი გაითვალისწინეს.

ყველა ახალი ამბავი
0