არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევნებისათვის შესაძლოა გაერთიანდეს

© Mega TVირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანების მთავარი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლა გახდება იმ მიზნით, რომ შეცვალონ არსებული საარჩევნო სისტემა, განაცხადა ინაშვილმა.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. პარტიები არასაპარლამენტო ოპოზიციიდან მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის შესაძლოა გარეთიანდნენ, ამისათვის უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები, განაცხადა „პატრიოტთა ალიანსისი“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა.

2012 წელს შემდგარი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მიხელი სააკაშვილის მმართველი ხელისუფლება კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ჩაანაცვლა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობოთ. საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია პარლამენტს საარჩევნო სისტემაში ცვლილების ახალ ვარიანტს სთავაზობს

„პატრიოტთა ალიანსი“ ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ოპოზიციურ პარტიათა ფართე გაერთიანება. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, რომ ჩვენ ერთიანი ფორმატით გამოვიდეთ არჩევნებზე“, — ციტირებს გაზეთი ახალი თაობა ირმა ინაშვილს. 

თუმცა არის ერთი მთავარი პირობა — პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ამ შემადგენლობამ სრულად უნდა შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და შექმნას ნამდვილად სამართლიანი და თავისუფალი გარემო არჩევნებისათვის და დანიშნოს ახალი არჩევნები, აღნიშნა მან. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის წინადადებით გამოდის

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ იქნება ერთმანეთს შორის იდეალურად დაკავშირებული პარტიების ერთიანობა, ჩვენ ყველას სხვადასხვა მსოფმხედველობა გვაქვს. ჩვენ მოვილაპარაკებთ მთავარ იდეაზე, რომ ჩვენ მოვდივართ პარლამენტში, რათა შევცვალოთ მახინჯი საარჩევნო კანონმდებლობა“, — თქვა ინაშვილმა. 

საარჩევნო კოდექსში მიღებული ბოლო ცვლილებების თანახმად, თბილისსა და მარტყოფში 22 მაჟორიტარული ოლქია. ასევე შეცვლილია 44 ოლქის საზღვრები რეგიონებში, მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან გაცალკევების გზით. კიდევ 7 ოლქის გეოგრაფია ემთხვევა მუნიცეპალიტეტების საზღვრებს. 

ამ დროისათვის საქართველოში ე.წ. შერეული სისტემა მოქმედებს: პარლამენტი 77 დეპუტატისაგან შედგება, რომლებიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არიან არჩეულნი და 73 დეპუტატისაგან, რომლებიც მაჟორიტარული სისტემით აირჩიეს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0