ოპოზიცია პარლამენტს საარჩევნო სისტემაში ცვლილების ახალ ვარიანტს სთავაზობს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გირჩი“ პარლამენტს მაჟორიტარული სისტემის გადაკეთებას სთავაზობს - 73 ერთმანდატიანი ოლქის ნაცვლად, 27 ერთმანდატიანი ოლქის შექმნით.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია “ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ დეპუტატებმა, საქართველოს პარლამენტს საარჩევნო სისტემაში ცვლილებების თავისი ვარიანტი წარუდგინეს. 

სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომდგენლები, რომელთა შორის არის 10 არასაპარლამენტო და ორი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, უკვე რამდენიმე თვეა 2016 წლის არჩევნებისათვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ. ამის გამო, მათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნისა, ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ცვლილებებს მხოლოდ 2020 წლისათვის განახორციელებს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი საარჩევნო სისტემაზე მსჯელობს
 

თავის მხრივ „გირჩი“ ითხოვს არა გაუქმებას, არამედ მაჟორიტარული სისტემის გადაკეთებას. საქართველოში მოქმედი 73 ერთმანდატიანი ოლქის ნაცვლად, ისინი ითხოვენ ოლქები მანდატების მიხედვით განაწილდეს. 

კონკრეტულად, საარჩევნო კოდექსში შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, საქართველოში 27 მაჟორიტარული ოლქი იქნება, რომლებიც ერთ და მრავალმანდატიანებად იქნება დაყოფილი. 

ამასთან, „გირჩი“ პარლამენტს ხმების დათვლის ახალ სისტემას სთავაზობს იმის მიხედვით, თუ რამდენი მანდატია ოლქში. ამჟამად ყველა ოლქისათვის ერთი სისტემა მოქმედებს — იგებს ის, ვინც ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო. ამრიგად, ერთმანდატიან ოლქში მოიგებს ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს ხმების არაუმცირეს 40%-ისა და მოწინააღმდეგეს ორჯერ გაასწრებს. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოს საარჩევნო სისტემას შეისწავლიან

ხოლო მრავალმანდატიან ოლქში, იქ გამარჯვებულის გარდა, მანდატებს მიიღებენ ისინიც, ვინც შემდეგი ადგილები დაიკავა, ოლქში მანდატების რაოდენობის მიხედვით. 

საარჩევნო კოდექსში მიღებული ბოლო ცვლილებების თანახმად, თბილისსა და მარტყოფში 22 მაჟორიტარული ოლქია. ასევე შეცვლილია 44 ოლქის საზღვრები რეგიონებში, მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან გაცალკევების გზით. კიდევ 7 ოლქის გეოგრაფია ემთხვევა მუნიცეპალიტეტების საზღვრებს. 

ამ დროისათვის საქართველოში ე.წ. შერეული სისტემა მოქმედებს: პარლამენტი 77 დეპუტატისაგან შედგება, რომლებიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არიან არჩეულნი და 73 დეპუტატისაგან, რომლებიც მაჟორიტარული სისტემით აირჩიეს. 


ყველა ახალი ამბავი
0