თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ვენეციის კომისიისა და ეუთოს ექსპერტებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან გამართეს, — იუწყება სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“.
ცვლილებების თანახმად, თბილისსა და მარტყოფში შექმნილია 22 მაჟორიტარული ოლქი და ასევე შეცვლილია რეგიონში 44 ოლქის საზღვრები მუნიციპალიტეტების გაერთიანებისა თუ დაყოფის გზით.
ექსპერტებს განზრახული აქვთ მოამზადონ დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ იმ ცვლილებებზე, რომლებიც საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას ეხება.
„მას შემდეგ, რაც ამომწურავ ინფორმაციას მივიღებთ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ შევიმუშავებთ დასკვნას და გაგაცნობთ მას“, — უთხრა ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის წევრმა ოლივერ კასკმა (Oliver Kask).
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან და ასევე არასამათავრობო ორგანიზაციებთან.