„ქართული ოცნება“ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის წინადადებით გამოდის

© photo: press-service of Parlament of Georgiaსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოალიცია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე 50%–იანი საარჩევნო ბარიერის დაწესების წინადადებით გამოდის, ეს თემა კოლეგებთან განსახილველად ღიაა, განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. კოალიცია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე 50%–იანი საარჩევნო ბარიერის დაწესების წინადადებით გამოდის, ეს თემა კოლეგებთან განსახილველად ღიაა, განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს ხმათა უმრავლესობით ირჩევენ. ძიძიგურმა ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა, 2016 წლის არჩევნებამდე მონაწილეობა მიიღონ წესების შეცვლის შესახებ ინიციატივაზე მსჯელობაში.

„კოალიცია მზადაა, საარჩევნო კანონმდებლობაში ამ ტიპის ცვლილება შეიტანოს. ეს თემა განხილვისთვის ღიაა. თუ მიიჩნევთ, რომ 50%–იანი ბარიერი მმართველი კოალიციის ინტერესებშია და საკითხს ძალით, ხელების გადაგრეხვის პრინციპით  ვაყენებთ, მაშინ ამ ნაბიჯისგან თავს შევიკავებთ. ეს საკითხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას შემოგვთავაზებენ კოლეგები“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყნის საარჩევნო კოდექსში შესატანი შესწორებები, რომლის თანახმად, 73 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები იცვლება. კომიტეტებმა ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას დაუჭირეს მხარი.


ყველა ახალი ამბავი
0