ქართულ ქვევრის ვისკის „პროლოგი“ დაერქმევა

© Flickr / Nico Kaiserვისკი
ვისკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვისკის დამზადების ახალი - ქვევრში დაყენების ხერხი გამოიგონეს. მეთოდის ავტორი ირწმუნება, რომ თიხა ეთილის სპირტის საუკეთესო კატალიზატორია.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. განათლებით ფიზიკოსმა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კერძო ადვოკატმა ალეკო კვერნაძემ საქართველოში ვისკის ქვევრში დამზადების უნიკალური მეთოდი დააპატენტა.

ქვევრი - Sputnik საქართველო
კახეთში ”ქვევრის სახლს” ააშენებენ

„თავდაპირველად ეს უფრო ექსპერიმენტი იყო. მუშაობაში ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ. ქვევრი ეთილის სპირტის კარგი კატალიზატორია, რადგან თიხა სპირტს სხვადასხვა ჭუჭყისგან უფრო კარგად ასუფთავებს, ვიდრე სხვა ტექნოლოგიები. ამის გამო დავიწყეთ ქვევრის გამოყენება ამ საქმისთვის – სუფთა სპირტის, ანუ დისტილატის მისაღებად“, — განაცხადა კვერნაძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

განაცხადი გამოგონების რეგისტრაციის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაიგზავნა, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღეს, განაცხადა მან.

კვერნაძე ვარაუდობს, რომ ვისკის ქვევრში დამზადების მისეული მეთოდით დაინტერესდებიან მსოფლიოში, რადგან ის უნიკალურია.

ქვევრები - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ქვევრი ჟენევაში გაეროს ოფისის ეზოს დაამშვენებს

„ეს ქართული ვისკი იქნება. იმ პროდუქტს, რომელიც ამჟამად გვაქვს, სარეალიზაციოდ გასატანად „პროლოგი“ ვუწოდეთ, რაც დასაწყისს აღნიშნავს. „საქპატენტმა“ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და დღე-დღეზე სერტიფიკატის მიღებას ველოდები. პროდუქტს ჩემ აგარაკზე, სოფელ ალექსეევკაში (თეთრიწყაროს რაიონი) უკვე ვაწარმოებთ, დაახლოებით 100-150 ლიტრ დისტილატს თვეში“, — განაცხადა კვერნაძემ.

მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა შესაბამისი ბოთლების არარსებობაა, რადგან მას საქართველოში არ აწარმოებენ.

„რადგანაც კარგი, შესაბამისი ბოთლები არა გვაქვს, პროდუქტი ბაზარზე ჯერ წარმოდგენილი არ არის… რა თქმა უნდა, თუ დაინტერესება იქნება, ჩვენი პროდუქტის ექსპორტს ვაპირებთ“, — განაცხადა კვერნაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0