კახეთში ”ქვევრის სახლს” ააშენებენ

ქვევრი
ქვევრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლა-სახელოსნო იყალთოს მონასტერთან ახლოს აშენდება, მისი ღირებულება 2,3 მლნ ლარია. მშენებლობას მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდის აღდგენის მიზნით სოფელ იყალთოში სკოლა-სახელოსნო აშენდება, განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

სკოლა-სახელოსნო იყალთოს მონასტერთან ახლოს აშენდება, მისი ღირებულება 2,3 მლნ ლარია. მშენებლობას მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. 

პროექტის მიზანი, გარდა ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდის აღდგენისა, ასევე არის სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-სარეკრეაციო და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება.

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

იყალთოს მონასტერი ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა — ზენონმა VI საუკუნეში თელავიდან 7 კილომეტრში, სოფელ იყალთოსთან ახლოს დააარსა. კომპლექსში ამჟამად მოქმედი ეკლესიაა, სადაც ზენონ იყალთოელის წმინდა ნაწილები ინახება.


ყველა ახალი ამბავი
0