თბილისის ზოოპარკს რიგიდან აქლემი შეემატება

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიაქლემები
აქლემები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ზოოპარკში უკვე მზად არის ვოლიერი თუთიყუშებისთვის, რომელთაც რიგიდან ელოდებიან, ასევე მზადდება ტერიტორია სხვა ახალი ბინადრებისთვის.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რიგის ზოოპარკიდან თბილისში თუთიყუშებს, აქლემსა და კიდევ რამდენიმე ცხოველს ჩამოიყვანენ.

2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის გამო, რომელმაც ზოოპარკის 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი იმსხვერპლა, თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს მრავალმა ზოოპარკმა შესთავაზა დახმარება.

„მალე რიგის ზოოპარკიდან თუთიყუშებს — არარაუნებს მივიღებთ. მარტის ბოლოს აქლემს, იაკს, ალპაკას — ლამას ნაირსახეობას ველოდებით. ცხოველების ტრანსპორტირება ძალზე ძვირი ჯდება. მოხარულნი ვართ, რომ რიგის ხელისუფლებამ ამისთვის სახსრების გამოყოფა გადაწყვიტა“, — განაცხადა თბილისის ზოოპარკის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

თბილისის ზოოპარკში უკვე მზად არის ვოლიერი თუთიყუშებისთვის რიგიდან, ასევე მზადდება ტერიტორია სხვა ახალი ბინადრებისთვის.

„ეს ისეთი ცხოველებია, რომელთა განთავსებაც შესაძლებელია უკვე არსებულ ვოლიერებში. მაგრამ თავდაპირველად ისინი ჩვენი ცხოველებისგან იზოლირებული იქნებიან და კარანტინის ზონაში მოთავსდებიან. როდესაც ადგილს მიეჩვევიან, მერე ჩვენ ცხოველებთან ერთად იცხოვრებენ“, — განაცხადა შარაშიძემ.

ლიტვის ზოოპარკის თეთრი ვეფხვის ბიკვერებმა პირველად ინადირეს - Sputnik საქართველო
ლიტვის ზოოპარკის თეთრი ვეფხვის ბოკვერებმა პირველად "ინადირეს"

თბილისის ზოოპარკში უკვე არის ხუთი იაკი, მაგრამ მათ „ახალი სისხლი“ სჭირდებათ. იაკი, რომელიც რიგიდან ჩამოვა, ხვადია.

„ასევე გვყავს ლამები, მაგრამ ეს სხვა სახეობის ლამაა. რაც შეეხება აქლემს, ის არ გვყავს. ადრე ზოოპარკში გვყავდა აქლემები, მაგრამ ისინი სიბერის გამო დაიღუპნენ.

თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს სხვა ზოოპარკებიც ეხმარებიან. მალე თბილისში ჩამოვლენ მაკაკები, პავიანები და 24 პინგვინი.

„ასევე გვთავაზობენ ვეფხვებსაც, მაგრამ ვცდილობთ, ჩამოსაყვანად მაქსიმალურად კარგი კანდიდატი შევარჩიოთ“, — განაცხადა შარაშიძემ.

რიგის თვითმმართველობამ აქლემ ვილის, ალპაკების — ტომასის, კარმენისა და კამენის, შინაური იაკის პუპოლსისა და წყვილი თუთიყუშის — ჩაბულისისა და ფილიპინის ტრანსპორტირებისთვის 15 ათასი ევრო გამოყო, განუცხადეს ახალი ამბების პორტალ Delfi-ს რიგის საქალაქო დუმაში.

ყველა ახალი ამბავი
0