მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლიტვის ზოოპარკის თეთრი ვეფხვის ბოკვერებმა პირველად "ინადირეს"

გამოწერა

ლიტვის ქალაქ კლაიპედას ზოოპარკის ვოლიერს ხუთი პატარა თეთრი ბოკვერი მოევლინა. ბოკვერების რეკორდული რაოდენობით მატება ზოოპარკის თანამშრომლებისათვის მოულოდნელობა იყო.

კლაიპედას ზოოპარკში თეთრი ვეფხვი სახელად იურატა და მისი დები სლოვაკეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩაიყვანეს. ზოოპარკის თანამშრომლები ერთი ან ორი ბოკვერის დაბადებას ვარაუდობნენ, მაგრამ ძალიან გაუხარდათ, როდესაც ვეფხვმა ხუთი ბოკვერი გააჩინა.

ინდოეთის ვეფხვთა დაცვის საზოგადოების მონაცემებით, მსოფლიოში სულ 200 თეთრი ვეფხვი დარჩა. ბოლო 100 წლის განმავლობაში ინდოეთის ტერიტორიაზე სულ 12 თეთრი ვეფხვი აღმოჩნდა მისთვის ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში.

ყველა ახალი ამბავი
0