კალაძე:საქართველო ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა შეიძლება გახდეს

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებიც ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან, განაცხადა მინისტრმა და ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები დარგის დისკრედიტაციას უწყობენ ხელს.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს უახლოეს ხანებში ენერგოდამოუკიდებელი ქვეყნის გახდომის რეალური შესაძლებლობა გააჩნია, საქართველოს პარლამენტში ოთხშაბათს განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.

საგარეო ურთიერთობათა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ქვეყნის ენერგეტიკულ სფეროში არსებული მდგომარეობა, „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები და ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული პროქტები განიხილებოდა.

„სამწუხაროდ, საქართველო დღეს გარკვეულწილად მეზობელ ქვეყნებზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ქვეყანაში ელექტროენერგიის მეტი მოხმარებაა, და ჩვენ მისი დამატებითი მიღება გვიწევს იმის გათვალისწინებით, რომელი ქვეყანა უკეთეს ფასს შემოგვთავაზებს“,–თქვა კალაძემ. მისი თქმით,ასეთი ქვეყნებია რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სასომხეთი.

საქართველო და თურქეთი ახალ ენერგეტიკულ პროექტებს იწყებენ

„თუმცა, სინამდვილეში ჩვენ რეალური შესაძლებლობა და რესურსები გაგვაჩნია იმისათვის, რომ საქართველო უახლოეს ხანებში ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს“,–აღნიშნა მან.

ამავე დროს კალაძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში გარკვეული ძალები რეალურად არსებული რესურსების ათვისების წინააღმდეგ გამოდიან. „დასანანია, რომ ქვეყანაში არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც იმ რესურსების გამოყენებას ეწინააღმდეგებიან, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, ახალი ჰიდროელქტროსადგურების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, და არგუმენეტების გარეშე საუბრობენ ამის შესახებ. ვფიქრობ, ეს მიზანმიმართულად ხდება, დარგის დისკრედიტაციის მიზნით “,–თქვა კალაძემ.

ამავე დროს, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტების განხორციელებას მხარს უჭერენ, აღნიშნა კალაძემ და წინა ხელისუფლების დროს ამ მიმართულებით დაწყებული სამუშაოები გაიხსენა.

ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
ბოლო სამ წელში საქართველოს ენერგეტიკაში 522 მილიონ დოლარამდე ჩაიდო

“როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ ყველა დაწყებული პროექტის რალიზაცია დავამთავრეთ. რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, მაგრამ ბევრიც გაკეთდა, და ის გზა, ის მიმართულება,რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, სწორია. მალე ჩვენ  იმ რესურსების ათვისებას, რომლებიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ მათ რაციონალურ გამოყენებას შევძლებთ“,– განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.


ყველა ახალი ამბავი
0