საქართველო და თურქეთი ახალ ენერგეტიკულ პროექტებს იწყებენ

გამოწერა
სტამბოლის შავი ზღვის ენრგეტიკული და ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველომ და თურქეთმა ენერეგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

 

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. სტამბოლის შავი ზღვის ენრგეტიკული და ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველომ და თურქეთმა ენერეგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმება ორი მაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, იუწყება ტელეკომპანია ”იმედი”.

საერთაშორისო ფორუმი სტამბოლში 29 სექტემბერს გაიხსნა. სამიტზე ძირითადად განიხილებოდა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან და ახალი ენერგოპროექტების განხორციელებასთან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე აშენდება 500 კილოვოლტიანი ხაზი ახალციხე-ბორჩხა, ელექტროენერგიის მიწოდების სიმძლავრე 110 მეგავატი იქნება. ახალციხე-ბორჩხის ხაზის მშენებლობა 2012 წლისთვის დასრულდება და სხვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ელექტროენერგიის ევროპის ქვეყნებში ექსპორტირებას საშუალებას მოგვცემს.

პროექტებს უერთდება აზერბაიჯანიც.

ამ დღეებში ბაქოში ხელი მოეწერამემორანდუმს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს შორის ელექტროენეგეტიკული კავშირების განვითარების შემდგომი ღონისძიებების შესახებ. 

შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება ქართულ–თურქულ საზღვარზე „ახალციხე–ბორჩხის“ 400 კილოვოლტიანი ელექტროგადმამცემი ხაზების მშენებლობის პროექტით და აღნიშნა მზადყოფნა, ჩაერთოს ელექტროენერგიის გადაცემაში ელექტროგადაცემის ხაზზე. მხარეები შეთანხმდნენ, ენერგოხიდის „აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის“ ფარგლებში, ელექტროქსელების მომავალი განვითარების მიზნით, შეისწავლონ და დაამონტაჟონ აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის გადაქაჩვის შესაძლებლობები . 

მხარეებმა, ორივე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,  „მუხრანის“ ელექტროგადამცემი ხაზები 500–ის აღდგენის შესახებ  მოილაპარაკეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0