აშშ–მ საქართველოს აშ–შიშანის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ აცნობა

CC BY-SA 2.0 / David B. Gleason / The Pentagonთავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა
თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი მეთაურის თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის ფაქტზე საქართველო ამერიკის მთავრობასთან ქმედითად თანამშრომლობს.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ–მ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი მეთაურის, საქართველოს მოქალაქის თარხან ბათირაშვილის, სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ აცნობა სამინისტრო, იუწყება ოთხშაბათს ტელეკომპანია „იმედი“.

თავდაცვითი უწყების მეთაურმა თინა ხიდაშელმა აბუ ომარ აშ–შიშანად ცნობილი ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციაზე კომენტარი გააკეთა. მისი სიტყვებით, სამინისტროს ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ საბოლოო ინფორმაცია არ გააჩნია და „ზუსტად ისევე ელოდება მას, როგორც დანარჩენი საზოგადოება“.

„ჩვენ ძალიან აქტიური და ქმედითი ურთიერთობა გვაქვს ამერიკის მთავრობასთან და მან გამთენიისას გვაცნობა, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო,  რომ ეს მხოლოდ ვარაუდია“,–განაცხადა მინისტრმა.

ტერორისტები - Sputnik საქართველო
„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აშ-შიშანი, შესაძლოა, ლიკვიდირებულია

მანამდე პენტაგონი ბათირაშვილის განადგურების მიზნით 4 მარტს ავიადარტყმების განხორციელების შესახებ იტყობინებოდა. პენტაგონის პრეს-მდივნის, პიტერ კუკის ინფორმაციით, ოპერაცია ჩატარდა სირიის ჰასაკის პროვინციის ქალაქ ეშ-შადადის რაიონში. ამერიკელი სამხედროები თვლიან, რომ ბათირაშვილი, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეჭირა „ისლამური სახელმწიფოს“ სტრუქტურებში, ამ ქალაქში მივლინებული იყო ბოევიკების მთელი რიგი მარცხის შემდგომ. ეშ-შადადი მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობილ ქალაქებს — სირიულ ერ-რაქასა და ერაყულ მოსულს შორის. 

პანკისი - Sputnik საქართველო
აშ-შიშანის მამას შვილის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა

პენტაგონი ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს ბათირაშვილის სიკვდილს და აცხადებს, რომ ოპერაციის შედეგების შეფასება ჯერ კიდევ გრძელდება. 

ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობის წევრია და ამ სტრუქტურაში გარკვეული თანამდებობები, მათ შორის „სამხედრო მინისტრის“ თანამდებობა ეჭირა. მანამდე აშშ-მა 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ბათირაშვილის ლიკვიდაციით დასრულდებოდა. ტერორისტის სიკვდილსა და ტყვედ ჩავარდნაზე ცნობები მასმედიამ არა ერთხელ გაავრცელა, თუმცა პენტაგონი ამ ინფორმაციას უარყოფდა.


ყველა ახალი ამბავი
0