აშ-შიშანის მამას შვილის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა

გამოწერა
ამერიკის სამხედრო უწყებამ სირიასა და ერაყში ოპერაციებში მონაწილე საქართველოს მოქალაქის, თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს მკვიდრი აბუ უმარ აშ-შიშანის (თარხან ბათირაშვილი) მამას თემურ ბათირაშვილს შვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის სარწმუნოებაში ეჭვი ეპარება.

ტერორისტები - Sputnik საქართველო
„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აშ-შიშანი, შესაძლოა, ლიკვიდირებულია

მანამდე პენტაგონმა ბათირაშვილის განადგურების მიზნით 4 მარტს ავიადარტყმების განხორციელების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პენტაგონის პრეს-მდივნის პიტერ კუკის ინფორმაციით, ოპერაცია ჩატარდა სირიის ჰასაკის პროვინციის ქალაქ ეშ-შადადის რაიონში. ამერიკელი სამხედროები თვლიან, რომ ბათირაშვილი, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეჭირა „ისლამური სახელმწიფოს“ სტრუქტურებში, ამ ქალაქში მივლინებული იყო ბოევიკების მთელი რიგი მარცხის შემდგომ. ეშ-შადადი მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობილ ქალაქებს — სირიულ ერ-რაქასა და ერაყულ მოსულს შორის.

„ტელევიზორში მოვისმინე. ამერიკელების დაბომბვაში მოყვაო, რამდენჯერმე გამოაცხადესო, მაგრამ არ დადასტურდაო და ვერ ამტკიცებენ. მე არაფერი ვიცი, ახლა გამოვედი სახლიდან, იქნებ ვინმემ რამე იცის, მე ეგ არ დამირეკავს. ტყუილი იქნება ეს ინფორმაცია“, — უთხრა თემურ ბათირაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.

პენტაგონი ბათირაშვილის დაღუპვის ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ოპერაციის შედეგების შეფასება ჯერ კიდევ გრძელდება.

ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობის წევრია და ამ სტრუქტურაში გარკვეული თანამდებობები, მათ შორის „სამხედრო მინისტრის“ თანამდებობა ეჭირა. მანამდე აშშ-მა 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ბათირაშვილის ლიკვიდაციით დასრულდებოდა. ტერორისტის სიკვდილსა და ტყვედ ჩავარდნაზე ცნობები მასმედიამ არაართხელ გაავრცელა, თუმცა პენტაგონი ამ ინფორმაციას უარყოფდა.

ყველა ახალი ამბავი
0