საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში . XIX–ე ტურის ანონსი

© ФФГფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–ის სპორტული კომენტატორი ნოდარ მაისურაძე საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის XIX–ე ტურის წინ, რომელიც შაბათს ჩატარდება, ძალთა განლაგების შესახებ საუბრობს.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის  XIX–ე ტური ორ დღეზე გადანაწილდა – შვიდი მატჩი კვირას ჩატარდება, ერთი თამაში კი კვირის პირველ სამუშაო დღეს ჩატარდება.

„ცხინვალი“ „დილას“ წინააღმდეგ– ფსონზე ევროთასის საგზურია

საანგარიშო ტურის ცენტრალური თამაში, რა თქმა უნდა  „ცხინვალისა“ და „დილას“  შორის თამაში იქნება, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისში ჩატარდება. საქართველოს ჩემპიონატის ჯერ კიდევ პირველი წრის ბოლოს ეს მატჩი გუნდების შეჯიბრებად იქცეოდა, რომლებიც ამ სეზონის ჩემპიონის ტიტულისათვის თბილისის „დინამოს“ შეებრძოლებოდნენ. მაგრამ დედაქალაქის გუნდი „დილას“ უკვე 10 ქულით უსწრებს, „ცხინვალს“ კი–14–ით. ამიტომ გუნდები დარჩენილ დროში მხოლოდ და მხოლოდ ევროთასის ზონაში მოხვედრის საკითხს გადაწყვეტენ.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი 19 თებერვალს განახლდება

ბრძოლა ადგილისთვის ლიდერთა სამეულში 

ეროვნული პირველობის დამთავრებამდე დარჩენილ დროში კიდევ სამ გუნდს –„სამტრედია“–ს, „სიონსა“ და ბათუმის „დინამო“–ს ანალოგიური ამოცანის ამოხსნა მოუწევთ.“ცხინვალის“ მარცხის შემთხვევაში კახაბერ კაჭარავას გუნდის მესამე ხაზიდან გადაწევა თითოეულ მათგანს შეუძლია. ყველაზე  საუკეთესოდ ბოლნისი „სიონის“ შანსები გამოიყურება, რომელიც ჩემპიონატის უსუსტეს გუნდს–„საპოვნელას“– მასპინძლობს.თამაში იმის ფონზე ჩატარდება, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თერჯოლიდან ზვიად ჯელაძემ რამოდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა. ეს იმით აიხსნება, რომ გუნდმა ჩემპიონატის დაწყებიდან შვიდი გოლი გაუშვა და  სამივე თამაში წააგო.

ქულათა მარაგის შევსების კარგი შანსი აქვს „სამტრედიას“. დასავლეთ საქართველოს გუნდი კვირას საკუთარ მოედანზე თბილისის „საბურთალოს“ მიიღებს, რომელმაც ამ სეზონში გასვლაზე მხოლოდ ოთხი ქულა მოიპოვა–თითო ჯერ მოიგო და ფრედ დაასრულა თამაში. თავის მხრივ „სამტრედია“ამ სეზონში შესანიშნავად თამაშობს სახლში. გიორგი ცეცაძის აღსაზრდელებმა ცხრა მატჩში რვა გამარჯვება მოიპოვეს. თანაც უკვე ზედიზედ ორ შეხვედრაში „სამტრედია“ თავის კარებს ჩაკეტილს ტოვებს.

სამი ქულის მოპოვებისა და უეფა–ს ევროპის ლიგის ზონაში შესვლის ყველაზე რთული ამოცანა ბათუმის „დინამოს“ აქვს,რომელიც  ქუთაისის „ტორპედოს“ გასვლაზე ეთამაშება. მასპინძელთა მთავარი მწვრთნელის ალექსანდრე შტელინის სიტყვებით, „გუნდმა ბოლო დროს თავისი თამაში მოძებნა“.და თუმცა ამ სეზონში მოწინავე ადგილებისათვის ბრძოლა აღარ გამოუვა, „ტორპედოს“ ტოპხუთეულიდან ნებისმიერი გუნდისათვის ხასიათის გაფუჭება შეუძლია.

საქართველოს ნაკრები ფეხბურთში - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ფიფას რეიტინგში ორი საფეხურით დაიწია

თბილისის „დინამო“  ჩემპიონობის გზაზეა

რაც შეეხება ჩემპიონატის ლიდერს–თბილისის „დინამოს“, „მერანის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში იურაი იარაბეკის აღსაზრდელები ფავორიტებად გამოიყურებიან. მარტვილელ ფეხბურთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველი წრის მერე გუნდის აქტივში სულ ოთხი მოპოვებული ქულა იყო, მაშინ, როდესაც „მერანმა“ ბოლო სამ თამაშში უკვე რვა ქულა მოიპოვა. მაგრამ, როგორც ჩანს, სტუმრებს ქულების ხელში ჩაგდება „დინამო არენაზე“ გაუჭირდებათ.

XIX–ე ტურის ცხრილი:

6 მარტი

„ჩიხურა“–„ზუგდიდი“

„გურია“–„ლოკომოტივი“

„შუქურა“–„კოლხეთი“

„ცხინვალი“–„დილა“

„სიონი“–„საპოვნელა“

„ტორპედო“–ბათუმის „დინამო“

თბილისის „დინამო“–„მერანი“

7 მარტი

„სამტრედია“–„საბურთალო“

ყველა ახალი ამბავი
0