თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფიფა/კოკა-კოლას ახალ რეიტინგში ორი საფეხურით ქვევით გადაინაცვლა, იუწყება ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ეროვნული გუნდის აქტივში 283 ქულაა, ის 122-ე ადგილზე, სენტ-კიტსი და ნევისისა და სირიის ნაკრებებს შორის განთავსდა.
რეიტინგის ზედა საფეხურებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ბელგიის ნაკრები კვლავ ლიდერობს უძლიერესთა შორის, შემდეგ მოდიან არგენტინა და ესპანეთი.
ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის პირველი ათეული ასეთი შემადგენლობით არის წარმოდგენილი:
1. ბელგია
2. არგენტინა
3. ესპანეთი
4. გერმანია
5. ჩილე
6. ბრაზილია
7. პორტუგალია
8. კოლუმბია
9. ინგლისი
10. ავსტრია.