გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამხედრო გზა ზვავსაშიშროების გამო 5 მარტს დაიკეტა, 6 მარტს დილას კი ორივე მიმართულებით კვლავ გაიხსნა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იტყობინება უწყება.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ბანერი - Sputnik საქართველო
ზვავსაშიშროების გამო საქართველოს სამხედრო გზა ჩაკეტილია

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება.

ყველა ახალი ამბავი
0