თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროებაა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, — იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
აღნიშნულ მონაკვეთზე 26 თებერვლის დღის 14:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.