იაშვილის კლინიკაში ექიმთა სკოლა იხსნება

© FB / Central Children's Hospitalიაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფო
იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი წლის განმავლობაში ექიმები კონსულტაციებს გაუწევენ მოშობლებს კონკრეტული დაავადებებისა და გადაუდებელი სიტუაციების მართვის შესახებ.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. 10 მარტიდან იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მშობელთა სკოლა იხსნება, ნათქვამია კლინიკის გვერდზე სოციალურ ქსელში    Facebook.

საავადმყოფოს წამყვანი პედიატრები ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს მშობლებისათვის სხვადსხვა აქტუალურ თემებზე უფასო ღია გაკვეთილებს ჩაატარებენ.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნება

სოციალური პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას კონკრეტული დაავადებებისა და გადაუდებელი მდგომარეობების შესახებ. სალექციო თემები წინასწარ არის განსაზღვრული და მშობლებს შესაძლებლობა აქვთ თავად აირჩიონ მათთვის საინტერესო გაკვეთილი.

უფასო ლექციაზე დასასწრებად აუცილებელია ტელეფონის ან ელექტრონული ანკეტის მეშვეობით განხორციელდეს რეგისტრაცია, თითოეულ ლექციაზე დამსწრე მშობელთა რაოდენობა 50 ადამიანამდეა შეზღუდული.

ყველა ახალი ამბავი
0