ლეონიდ ჩერნოვეცკის ვაჟი მკვლელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს აწესებს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს პოლიცია
საქართველოს პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტეფან ჩერნოვეცკი 20 ათას ლარს გადაუხდის მას, ვინც სამართალდამცველებს თელავში მოკლული დედა-შვილის მკვლელისა და აგრეთვე 80 წლის მოხუცზე თავდამსხმელების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დამფუძნებლის ლეონიდ ჩერნოვეცკის ვაჟი სტეფანი 20 ათასი ლარის ფულად ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც სამართალდამცველებს თელაველი დედა–შვილის მკვლელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

„მინდა განვაცხადო, რომ 20 ათას ლარს გადავუხდი მას, ვინც სამართალდამცველებს მომხდარში დამნაშავე პირის ან დამნაშავეთა ჯგუფის ადგილსამყოფელის შესახებ სარწმუნო ინფორმაციას მიაწვდის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად დაადასტურებს მის სარწმუნოობას“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სტეფან ჩერნოვეცკის.

ლეონიდ ჩერნოვეცკი - Sputnik საქართველო
კიევის ყოფილი მერი ჩერნოვეცკი ქართულ პოლიტიკაში მოდის

მისი თქმით, ინფორმაციის წყარო არ უნდა იყოს სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომელი.

ჩერნოვეცკი ანალოგიურ ჯილდოს აღუთქვამს მათ, ვინც შსს–ს 80 წლის თელაველ ვახტანგ ვახტანგიშვილზე ყაჩაღური თავდასხმის მონაწილეთა შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

სტეფან ჩერნოვეცკი განმარტავს, რომ ვახტანგიშვილი 1986 წლის ჩერნობილის ავარიის შემდეგ სამი თვის განმავლობაში ზრუნავდა ჩერნოვეცკების ოჯახზე თელავში.

საქართველოს პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელი შემცირდა

სტეფანის მამა, ლეონიდ ჩერნოვეცკი კიევის საქალაქო ადმინისტრაციას 2006–2012 წლებში ხელმძღვანელობდა. ის უკვე რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს, დაკავებულია ბიზნესითა და ქველმოქმედებით, აქვს დიდი ვილა ქობულეთში. ცოტა ხნის წინ კიევის ყოფილმა მერმა პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დააარსა და ახლა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

„მას შემდეგ, რაც მამაჩემმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს პოლიტიკურ არენაზე გამოსვლა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, ბიზნესის მართვა მე გადმომაბარა. მე ვაფინანსებ მის ყველა საქველმოქემდო პროექტს საქართველოსა და უკრაინაში“, — აცხადებს სტეფან ჩერნოვეცკი.

ყველა ახალი ამბავი
0